ახალი მთავარი მწვრთნელის დებიუტი კოლხისთვის წარმატებული გამოდგა!

ყველა სიახლე
13 აპრილი 2018


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XV ტურის   შეხვედრაში  საპლეიოფო ზონაში  მყოფმა კოლხმა, გათამაშების  აუტსაიდერი აფხაზეთი  6:3 დაამარცხა. განახლებული სამწვრთნელო  შტაბით   კოლხმა   გამარჯვება  რთულად  მოიპოვა, თუმცა საბოლოოდ აქტივში საჭირო სამი  ქულა  ჩაიწერა. ორ-ორი  გატანილი ბურთით  კოლხის  რიგებიდან თავი გიორგი  ჭოხონელიძემ  და  ბაბაკ  ალავერიქჰანმა   გამოიჩინეს.

sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარს

ამირან ცხომარია, კოლხი-გულრიფში: “დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე  ვერ ვიტყვი რომ მწვრთნელთა შტაბის ცვლილება  ჩვენს გუნდზე დადებითად აისახა. საკმაოდ მძიმე თამაში იყო ჩვენი გუნდისთვის, გვიან დავიწყეთ ვარჯიში და  ფაქტი სახეზეა, ბევრი ხარვეზი  გვქონდა,  ახალი მწვრთნელის ხედვებზე გადაწყობა ძალიან გაგვიჭირდა, დიდი იმედი მაქვს რომ საბოლოოდ  გამოვასწორებთ თამაშის ხარისხს. ვემზადებით პლეი-ოფებისთვის პროფესიონალი ტრენერი გვყავს  და ვეცდებით  გავამართლოთ მისი  იმედები და გავითვალისწინოთ  დარიგებები.  რაც  შეეხება  ტრანსფერებს   მწვრთნელის  გარდა  შემოგვიერთდება  კიდევ  ერთი  მოთამაშე  რომელიც  ისეთივე  გამოცდილია  როგორც  გუნდის  მთავარი  დამრიგებელი.   რაც  შეეხება  ბაჰრამ  ნოვინს  ის  იყო  ძალიან  კარგი ახალგაზრდა  სპეციალისტი, რომელთანაც   თანამშრომლობა   ურთიერთშეთანხმების  საფუძველზე  შეწყდა.“

 

  © SBM, 2016-2024