მესამე წრე ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
13 აპრილი 2018


 საქართველოს  ფუტსალის  ლიგა  სანაკრებო პაუზის  შემდეგ   თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში XV ტურის  შეხვედრებით  განახლდა.   ტურის  პირველ  შეხვედრაში   სტუ-თელასმა   ქუთაისის  მართვეს  უმასპინძლა  და   ანგარიშის  დიდი   სხვაობით   14:5 დაამარცხა. სამ-სამი გატანილი გოლით „ენერგეტიკოსების“ რიგებიდან  გიორგი  სოზაშვილი,  ნუკრი  ჭუმბურიძე  და  კახა  მაისაია  გამოირჩნენ,  ხოლო   მართვეს  მოთამაშეებიდან  დუბლი   გუნდის  კაპიტნის  თამაზ  გოგსაძის  ანგარიშზეა. 

ავთანდილ ასათიანი, თელასი: „ სანაკრებო  პაუზის  შემდეგ  პირველი  თამაში  იყო და  მიუხედავად  ანგარიშისა   ბევრი  ნიუანსია, რაც  დასამუშავებელია. მოვემზადებით  შემდეგი ტურისთვის.  ბათუმთან   კარგი  თამაში  გვექნება  და  ვფიქრობ ტურიდან  ტურამდე  უნდა  მოვუმატოთ  თამაშს, რათა  ოთხეულში  ადგილი  განვიმტკიცოთ.რაც  შეეხება  ტრანსფერებს  მე  ვფიქრობ  ჰაერივით  გვჭირდებოდა   ეს  მოთამაშეები ვინც  დავიმატეთ.  ფაქტი  სახეზე  იყო  ძალიან  გვიჭირდა,  ტრამვირებულები  გვყავდა ბევრი  და ჩემი აზრით ახალი ფეხბურთელები  ძალიან  დაგვეხმარებიან.“ 

 

  © SBM, 2016-2024