საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ყველა სიახლე
28 მარტი 2018


საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. თბილისში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში ფუტსალის ეროვნულ გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. რაც  შეეხება  ახალწვეულებს  ასათიანმა შანსი მფკ „ტატიშვილის“ ფეხბურთელს ვახტანგ  კეკელიას მისცა.   ავთანდილ ასათიანის ნაკრები, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4 და 5 აპრილს ინგლისს შეხვდება. ორივე ამხანაგურ მატჩზე დასწრება თავისუფალია. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

 მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა,რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი,თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი,თბილისი) წინა ხაზი: კახა მაისაია (თელასი,თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი,თბილისი), ლევან კობაიძე (აგორა,თბილისი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა,მალტა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა),ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი),არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი),რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი)

Sbm.ge გთავაზობთ  ფუტსალის ნაკრების წევრის  კომენტარს

შოთა ჭანუყვაძე, ფუტსალის  ნაკრების  წევრი: “შეკრება  დავიწყეთ, გვიტარდება როგორც  ფიზიკური ასევე  ტექნიკური და  ტაქტიკურ ვარჯიშები. ურთიერთშეხვედრებში  ინგლისის  ნაკრებთან  დადებითი ბალანსი  გვაქვს, სამჯერ  ვართ შეხვედრილები და  ორჯერ  მოგებული გვაქვს.  დიდი  იმედი  გვაქვს გავიმარჯვებთ. კარგია  რომ  ეს ორი თამაში დაინიშნა. საქართველოს  ნაკრები ევროპაში  უკვე  ცნობიალია  რომ თამაშობს ლამაზ-ლაღ ფუტსალს და  შევეცდებით იგივე  შევთავაზოთ ჩვენს  მოწინააღმდეგე  გუნდს.  

საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ნაკრებთა ორივე ამხანაგური შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

 

 

  © SBM, 2016-2024