თელასმა ზედიზედ მეორედ მოიგო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის XIV ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დაძაბული და საინტერესო გამოდგა შეხვედრა საქართველოს მოქმედ ჩემპიონ სტუ-თელასსა და მესამე ადგილოსან თბილისს შორის. შეხვედრა "ენერგეტიკოსების" გამარჯვებით 3:0 დასრულდა. დამაჯერებლად ჩაატარა შეხვედრა თელასის მეკარემ ალექსანდრე ჯამბურიამ, რომელმაც კარი მშრალად შეინახვა შესძლო. თელასი 28 ქულით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ალექსანდრე ჯამბურია, თელასი: „ მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა რომ ვიგებდით და ანგარიში 3:0 იყო მობილიზებულები ვიყავით მეორე წრის ბოლო თამაში იყო და რაც შეიძლება დიდი სხვაობა უნდა გვქონოდა ბსუსთან, რადგან ძალიან მოგვიახლოვდა სატურნირო ცხრილში. მესამე წრეს შეიძლება გაძლიერდეს გუნდი ეს ძალიან კარგია და შესაძლოა ურთიერთ შეხვედრაში გადავწყვითოთ ბსუს-თან ყველაფერი.“