ორი წრის შემდეგ ტატიშვილი ერთპიროვნული ლიდერია
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის XIV ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრა ლიგის აუტსაიდერ აფხაზეთსა და გათამაშების ლიდერ ტატიშვილს შორის, "მედიკოსების" გამარჯვებით 5:0 დასრულდა. ტატიშვილმა ამ გამარჯვებით მეორე წრე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით გაგა თიბილაშვილი გამოირჩა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ბექა ონიანი, ტატიშვილი: „ მართალია აფხაზეთი არ არის ლიდერებს შორის, მაგრამ ვიცოდით, რომ მარტივი თამაში არ იქნებოდა, რადგან სამი ფეხბურთელი გვაკლდა, პირველი ტაიმის შემდეგ ტრამვის გამო გამოგვაკლდა ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სილაგავა, შესაბამისად ცოტანი ვიყავით. თუმცა გავიმარჯვეთ, მეორე წრე დავასრულეთ პირველი ადგილით რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება ამ ეტაპზე ითვლება ჩვენი გუნდის მთავარ მიზნად.