აგორა-მართვე 12:4. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
23 მარტი 2018


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  საქართველოს  ფუტსალი  ლიგის XIV ტურმა  სტარტი  აგორასა და მართვეს  დაპირისპირებით  აიღო. შეხვედრა  მასპინძელთა  გამარჯვებით 12:4 დასრულდა.მატჩის საუკეთესო  მოთამაშედ  გიგა  დანელია  დასახელდა, რომელმაც  შეხვედრაში  4 გოლი  გაიტანა  და  ბომბარდირთა  დავაში  21  გატანილი  გოლით  ერთპიროვნულად  ლიდერობს.  მართვეს  მოთამაშეებიდან  დუბლი  ოთარ  ბერეჩიკიძემ  გაიფორმა.   დღის სხვა  შეხვედრებში  ტატიშვილი აფხაზეთს  დაუპირისპირდება.   თელასი თბილისს  გაეჯიბრება, ხოლო ტურის ცენტრალური  შეხვედრა   21:00 საათზე  კოლხსა და  ბსუს  შორის  გაიმართება, რომლის  პირდაპირ  რეპორტაჟს  სილკ  სპორტ HD1  უზრუნველყოფს.

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

გიგა  დანელია, აგორა: „შეხვედრის  პირველი  ნახევარი  შედარებით  უფრო  დაძაბული  იყო,  ბურთს  ვაკონტროლებდით, თუმცა   მართვეს  მოთამაშეებმა 2  გოლის  გატანა  მაინც  მოახერხეს. საბოლოოდ   აქტიური  შეტევის  წყალობით გავტეხეთ  მეტოქე  და  სასურველი სამი  ქულა   მოვიპოვეთ.  რაც  შეეხება  ჩემს  ბომბარდირობას,  მიხარია  რომ ვეხმარები  ჩემს   გუნდს, თუმცა  არ  აქვს  მნიშვნელობა  მოვიპოვებ  თუ არა აღნიშნულ ტიტულს.“

     

 

  © SBM, 2016-2024