თელასმა ლიდერი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ყველა სიახლე
16 მარტი 2018


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  XIII ტური  თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში   ცენტრალური  მატჩით  დასრულდა. დაძაბულ  და  სანახაობრივ შეხვედრაში  თელასმა  აგორა   7:4 დაამარცხა  და  ამ  გამარჯვებით    პლეი-ოფიში  მოსახვედრად  მნიშვნელოვანი ნაბიჯი  გადადგა. 

თელასის  რიგებიდან  ჰეთრიკით  კარლო წვერავა  გამოირჩა  ხოლო  ორი  გატანილი გოლით  შეხვედრაში  საუკეთესო  ავთანდილ  ასათიანი  იყო.   აგორას  რიგებიდან  კი  საუკეთესო  მოთამაშედ  გიორგი   ჩიმაკაძე  დასახელდა.

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს

  ავთანდილ  ასათიანი,  სტუ-თელასის  მოთამაშე  მწვრთნელი:“ პირველ  რიგში  მინდა  ჩემს  ბიჭებს  ძალიან  დიდი  მადლობა   ვუთხრა,  რთულია  თამაში  მაშინ  როცა  სათადარიგოთა  სკამი  არ  გყავს,   ბიჭები დაღლილები  იყვნენ  პირველი ტაიმის  შემდეგ, ფეხები  ეკეცებოდათ, თუმცა   მონდომების  ხარჯზე  მოვახერხეთ  მოგება  და  ჰაერივით  საჭირო  სამი  ქულა  ავიღეთ,  მაქსიმუმს  გავაკეთებ  რომ  ოთხეულში  შევიდეთ,  ტრავმების  მხრივ ძალიან  რთული  მდგომარეობა  გვაქვს, რაც  მალე  დაგვიბრუნდებიან  ბიჭები  უკეთესია,  იმედი  გვაქვს  შოთა თოფურია  პლეი- ოფებზე  დაგვეხმარება,  გიორგი  სოზაშვილი  კი   სავარაუდოდ  მესამე  წრეში  შემოგვიერთდება.  მოხარულები  ვიქნებით  თუ  გავძლიერდებით  და  მოთამაშეები  დაგვემატებიან,  სურვილი გვაქვს,  ვმუშაობთ  ამ თემაზე და  იმედია  გამოგვივა, თორე  თუ არ  გავძლიერდებით ისე  ძალიან  გაგვიჭირდება  პლეი-ოფში  გასვლაც კი.“

 

  © SBM, 2016-2024