ბსუ-მ მოგებების სერია ტატიშვილთან შეწყვიტა

ყველა სიახლე
16 მარტი 2018


თბილისის  ოლიმპიური  სასახლე XIII ტურის შეხვედრებს  მასპინძლობს.  დაძაბული, საინტერესო და  სანახაობრივი  გამოდგა   შეხვედრა  ტატიშვილსა  და   ბსუს  შორის , რომელშიც  "მედიკოსებმა"  მეტოქეს  დამაჯერებლად  7:4 სძლიეს. ტატიშვილის  რიგებიდან   სამი  გატანილი  გოლით  გიორგი  ლუკავა  გამოირჩა,  ხოლო   „სტუდენტებიდან"  საუკეთესო  ორი გატანილი გოლით   ამირან  ასამბაძე  იყო. ბსუმ ამ  მარცხით  პლეი-ოფისთვის  ბრძოლაში მნიშვნელოვანი  ქულები დაკარგა,  ტატიშვილი  კი  სატურნირო  ცხრილის სათავეშია.

 Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენატრებს

ამირან ასამბაძე, ბსუ: „ ჩვენი  მთავარი  მინუსი  საკადრო  პრობლემები  იყო, ძირითადის   ოთხი  ფეხბურთელი  გვაკლდა რაც თამაშზეც აისახა. ბიჭები ბოლოს ძალიან დავიღალეთ.  მაყურებელი ალბათ  კმაყოფილი დარჩა ამ თამაშითთ, რადგან 5:0-დან შეხვედარაში ანგარიში  5:4 გავხადეთ და ძალიან ცოტა დაგვაკლდა სასურველ შედეგამდე. ძალიან გართულდა ბრძოლა 4 ადგილისთვის,  მე  მინდა  დიდი  მადლობა  გადავუხადო  მეტოქეს  კარგი  თამაშისთვის  ისევე  როგორც  ჩემს  გუნდს."

გიორგი  ლუკავა, ტატიშვილი: „ბსუსთან  გვქონდა  თამაშის  გამოცდილება  და  დავმარცხდით,  დღესაც  5:0 დან  5:4  გაგვიხადეს  ანგარიში   ეს  ყველაფერი  მეტყველებს  რომ  ჩვენი  დღევანდელი  მეტოქე  ნამდვილად  ძლიერი  გუნდია.  ალბათ  ამ კონკრეტულ  მომენტში  ჩვენც  მოვდუნდით,  თუმცა  მეორე  ტაიმში  გამოვედით  მობილიზებულები   და  მოვახერხეთ გამარჯვება,   ბურთს  ვიჭერდით   რამაც   ჩვენთვის  სასურველი ანგარიში  განაპირობა."

 

  © SBM, 2016-2024