აგორას გამარჯვება და ლაშა სიგუნავას ბენეფისი!

ყველა სიახლე
09 მარტი 2018


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში მიმდინარე ფუტსალის  ლიგის XII ტურის შეხვედრაში აგორამ  თბილისი  გამანადგურებელი ანგარიშით  13:5 დაამარცხა და  ამ  მოგებით   სატურნირო  ცხრილში დროებით დაკარგული პირველი ადგილი  დაიბრუნა.

შეხვედრაში  საუკეთესო  აგორას  მოთამაშე  ლაშა  სიგუნავა  იყო, რომელმაც პირველმა  შეძლო  მიმიდინარე  სეზონში, ერთ მატში 6  გოლის  გატანა. ჰეთრიკი  „ფინანსისტთა“ რიგებში დავით  ბობოხიძემ  შეასრულა. ერთადერთი ღირეებული კი  რაც დღევანდელ შეხვედრაში  "დედაქალაქელებმა"  შექმნეს  გიორგი  კვანტალიანის  საოცარი გოლი  იყო.    

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენატრებს

ლაშა სიგუნავა, აგორა:“ ჩვენი  გუნდის  თამაშის  ხარისხითაც  და  შედეგითაც  კმაყოფილები  დავრჩით. ისეთი  დაძაბული თამაში  არ  გამოვიდა  როგორსაც  ველოდით  და  ეს  მეტოქის  დამსახურებაა. ჩემპიონატის  ნახევარზე  მეტი  გავიდა  და   გუნდების  რეალური  ძალა  ნელ-ნელა  გამოჩნდა.    რაც შეეხება ჩემს  დღევანდელ  თამაშს,   და  ზოგადად  ბომბარდირთა  დავას, ლიდერობს ჩვენი  გუნდიდან გიგა  დანელია, ჩვენ მას  დავეხმარებით, თუმცა ჩემი აზრით  დიდი  მნიშვნელობა   არ  აქვს  ვინ გაიტანს გოლს, მთავარია გავიმარჯვოთ.

 

  © SBM, 2016-2024