"მედიკოსების" დამაჯერებელი სამი ქულა!

ყველა სიახლე
09 მარტი 2018


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ფუტსალის  ლიგის  XII ტურის შეხვედრები  მიმდინარეობს. საინტერესო  გამოდგა  შეხვედრა   ქუთაისის  მართვესა და  ტატიშვილს  შორის  მატჩი „მედიკოსების“ გამარჯვებით  7:2  დასრულდა. ტატიშვილის რიგებიდან  დუბლით  გიორგი  სილაგავა  გამოირჩა  და ლიგის  ბომბარდირთა  დავას   16  გატანილი  გოლით  ლიდერობს.  ტატიშვილს 12  ჩატარებული შეხვედრიდან  27 ქულა  აქვს   და დროებით   სატურნირო  ცხრილს სათავეშია.  

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენატრებს

ალექსანდრე  ძაბირაძე, ტატიშვილის  მთავარი  მწვრთნელი:“მართალია  მართვე სატურნირო  ცხრილის ქვედა ეშელონშია, თუმცა  მარტივი  თამაში  არ  ყოფილა,  ჩვენთვის  ყველა  ქულას  მნიშვნელობა  აქვს,  რადგან  პლეი-ოფში  გასვლა  გვინდა. ერთ თვეში  დაგვემატება  ვახტანგ  ჯვარაშვილი, რომელიც  დიდი  ძალაა  გუნდისთვის და  ამ შემადგენლობით  დავამთავრებთ  საბოლოოდ  ჩემპიონატს. მიმდინარე  გათამაშება  დაძაბული  გამოდგა, რადგან  რამდენიმე  გუნდი  თანაბარი ძალისაა."

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში  კოლხი- თელასს  დაუპირისპირდება, მატჩის  პირდაპირი ტრანსლაცია სილკ HD 1-ის  პირდაპირ  ეთერში  21:00 საათზე  დაიწყება.  

  © SBM, 2016-2024