ბსუ-მ ზედიზედ მესამედ მოიგო!

ყველა სიახლე
09 მარტი 2018


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ფუტსალის  ლიგის XII  ტურმა  სტარტი   ბსუ-სა და  აფხაზეთის  დაპირისპირებით  აიღო. ბათუმლებმა დღევანდელ შეხვედრაში  ფავორიტის  სტატუსი  გაამართლეს  და  ლიგის  აუტსაიდერ  აფხაზეთს  11:4  სძლიეს.  „შავიზღვისპირელთა“ რიგებიდან  ჰეთრიკი ლევან  ნადარაიამ, აფხაზეთის  ფეხბურთელებიდან   კი დუბლი ბექა  მუმლაძე  გაიფორმა.  ბსუ სატურნირო ცხრილში   სამი  ქულით  ჩამორჩება  მეოთხე ადგილზე   მყოფ  თელასს და  შეიძლება  ითქვას, რომ  კოლხთან "ენერგეტიკოსების"  წარუმატებლობის  შემთხვევაში "სტუდენტები" პლეი-ოფში მოსახვედრად რეალურ შანსებს  შეინარჩუნებენ. 

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენატრებს 

დავით ჯალაღონია, ბსუ: „გავიმარჯვეთ  აფხაზეთთან  რაც ძალიან  მნიშნელოვანი  იყო, წინ გვაქვს შემდეგი ორი მატჩი, რომელსაც  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  ჩვენი  გუნდისთვის და  შეიძლება  ითქვას, რომ  ეს  თამაშები  განსაზღვრავს  ჩვენი  გუნდის ოთხეულში  მოხვედრას, წინ  კიდევ სრული მესამე  წრეა  იმედი  გვაქვს  გაგვიმართლებს.  ყველაფერს  გავაკეთებთ, რომ  პლეი-ოფში  ვიბრძოლოთ.წინა  თამაში  მოვუგეთ  ტატიშვილს,  შანსი  გვაქვს.  თუ  ვიბრძოლებთ  აუცილებლად  გავიმარჯვებთ  მიუხედავად  იმისა რომ ძლიერი  გუნდია. 

ტურის  მორიგ შეხვედრებში   ტატიშვილი- მართვეს  დაუპირისპირდება,  თბილისი აგორას  შეხვდება, ხოლო  ცენტრალურ  შეხვედრაში   თელასი  კოლხს  გაეჯიბრება,   ტურის  მთავარი  შეხვედრა   სილკ უნივერსალის  პირდაპირ  ეთერში  21:00 საათზე  დაიწყება.  

 

  © SBM, 2016-2024