ბსუ ოთხეულს მიუახლოვდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის XI ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დაძაბული გამოდგა შეხვედრა ბსუ-სა და თბილისის შორის. „შავიზღვისპირელებმა“ მეტოქეს 5:2 სძლია და საჭირო სამი ქულა მოიპოვა. ბსუ-ს რიგებიდან დუბლი ამირან ასამბაძემ გაიფორმა. ბსუ-მ სატურნირო ცხრილში ამ გამარჯვებით 16 ქულით მეხუთი ადგილი გაიმყარა და მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილოსან კოლხი-გულრიფშს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ამირან ასამბაძე, ბსუ: „ ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. ანგარიშის სხვაობის მიუხედავად გაგვიჭირდა მოგება, იყო შემთხვევა როდესაც თბილისს ჰქონდა საშუალება ანგარიში 2:1 -დან გაეთანაბრებინა ჩვენთვის 6 მეტრიანი დარტყმით, თუმცა ჩვენი მეკარის ირაკლი გორგოშაძის დამაჯერებელი თამაშის შედეგად მეტოქემ წონოსწორობის აღადგინა ვერ შეძლო და უფრო მეტიც, უპირატესობის მოპოვება მოვახერხეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ და მივუახლოვდით ოთხეულს, ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა და პლეი-ოფის თამაშია. წინ ძალიან რთული თამაშებია, იმედია დასახულ მიზანს მივაღწევთ. წარმატებას ვუსურვებ მეტოქეს.
დღის ცენტრალურ შეხვედრაში აგორა კოლხს დაუპირისპირდება, ხოლო XI ტური თელასი ტატიშვილის დაპირისპირებით დასრულდება.