აგორა კვლავ პირველია!

ყველა სიახლე
23 თებერვალი 2018


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში, საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  X  ტური ცენტრალური  მატჩით  დასრულდა,  რომელშიც  ერთმანეთს სატურნირო  ცხრილში  I-II ადგილზე  მყოფი  გუნდები   აგორა და  ტატიშვილი დაუპირისპირდნენ.  დაძაბული და  საინტერესო  შეხვედრა  აგორას  გამარჯვებით  2:1  დასრულდა.  დუბლით  აგორას  რიგებში  ჯანო  გიორგაია   გამოირჩა,  ხოლო  "მედიკოსთა"  მხრიდან ერთადერთი  გოლი  გიორგი  სილაგავას  ანგარიშზეა.  ამ  გამარჯვებით  აგორა  25 ქულით სატურნირო  ცხრილში  კვლავ ინარჩუნებს  პირველობას   და  უახლოეს  მდევარს  სტუ-თელასს სამი  ქულით უსწრებს.  

 Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ლაშა  სიგუნავა, აგორა: „როგორც  მოველოდით  ურთულესი  თამაში  იყო,ტატიშვილი ძლიერი  გუნდია  შარშანდელი  ვიცე-ჩემპიონია  და  დაძაბული  თამაში  გამოვიდა,  ყველა  თამაშში რა თქმა უნდა  მოსაგებად  ვიბრძვით, მაგრამ დღევანდელ  შეხვედრაში  ფრეზეც  კმაყოფილები  ვიქნებოდით, თუმცა ბოლომდე  ვიბრძოლეთ და  ის  საჭირო  ქულები  მოვიპოვეთ და საკმაოდ  კომფორტული  უპირატესობა  გვაქვს  მოწინააღმდეგებთან.   ჩვენი  გუნდის  მთავარი  ნაკლი  დღევანდელ  შეხვედრაში  საგოლე  მომენტების  რეალიზაცია  იყო ასევე  ცუდი  ჯარიმები  ავიღეთ, რასაც  საპასუხოდ  გოლი  მოყვა.“

ბექა  ონიანი,  ტატიშვილი: „პირველ  რიგში  მინდა  მადლობა  გადავუხადო  ჩემს  ბიჭებს, მეორე  ტაიმისთვის,  პირველი  ნახევარი  აშკარად  ჩავაგდეთ, მოგეხსენებათ  გუნდში  საკმაოდ   დიდი  საკადრო  პრობლემები  არის, ტრამვირებული  მოთამაშეები  გვყავს. მეტოქემ დაიმასახურა მოგება,  ჭკვიანური  და  გააზრებული  თამაში  აჩვენა.   მართალია  მნიშვნელოვანი  იყო  ის  სამი  ქულა, რომელიც  შეგვეძლო  მოგვეპოვებინა, თუმცა  ყველაფერი  წინ  არის.  მინდა  მივულოცო  მოწინააღმდეგეს  გამარჯვება.“

XI ტური  ქუთაისის  სპორტის სასახლეში  მართვე-აფხაზეთის  დაპირისპირებით  დაიწყება.   

  © SBM, 2016-2024