კოლხმა თბილისი გაანადგურა
ყველა სიახლე23 თებერვალი 2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის X ტურის მატჩები მიმდინარეობს. უხვგოლიანი გამოდგა მატჩი თბილისსა და კოლხს შორის, რომელშიც კოლხმა თბილისი 15:5 გაანადგურა. დღის სხვა შეხვედრებში 12:5 მოუგო ბსუმ მართვეს. ხოლო თელასმა აფხაზეთს 4:2 სძლია, ტურის ცენტრალური მატჩი კი ტატიშვილსა და აგორას შორის ამ წუთებში მიმდინარეობს.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენატრებს.
გოგლა ჭოხონელიძე, კოლხი: „თბილისი ძალიან კარგი გუნდია, ორი სეზონია ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ჩვენი გუნდი ტატიშვილთან მარცხის შემდეგ მოტივირებულები გავედით მოედანზე. მიხარია რომ საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ და გავიმარჯვეთ. მინდა წარმატება ვუსურვო მეტოქეს.