ბსუ-მართვეს დაპირისპირება სეზონის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გამოდგა

ყველა სიახლე
23 თებერვალი 2018


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში, საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  X  ტურის  მატჩში,  ბსუ  მართვეს  დაუპირისპირდა.  უხვგოლიან  შეხვედრაში  ბსუ-მ  მეტოქეს  12:5  მოუგო. "შავიზღვისპირელთა" შემადგენლობიდან  ჰეთრიკი  გოჩა  გაბუნიამ  შეასრულა,  მართვეს მოთამაშე  ოთარ  ბერეჩიკიძე საკუთარ გუნდს, ასევე  სამი  გატანილი გოლით  დაეხმარა. 

დღის  მორიგ შეხვედრაში კოლხი- თბილისის დაუპირისპირდება,   ხოლო   ტურის  ცენტრალური  შეხვედრა   აგორასა და  ტატიშვილს  შორის  გაიმართება, რომლის  პირდაპირ ტრანსლაციასაც  მაყურებელი  21:00 საათზე   SILK HD1 -ის  ეთერით  იხილავს.

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენატრებს. 

გოჩა  გაბუნია,  ბსუ: „ უხვგოლიანი  მატჩი  იყო,  ორივე  გუნდი გახსნილ  თამაშს  ვთამაშობდით  და  ეს ანგარიშზეც   აისახა. არცერთი  გუნდი არ  ვართ  ფავორიტი.  იყო  მომემნტი, როდესაც  მეტოქეზე უპირატესობა  მოვიპოვეთ   შემდეგ  მოვეშვით  და   საპასუხოდ  გოლებიც  გავუშვით.  მინდა  წარმატება  ვუსურვო  მოწინააღმდეგე გუნდს.“

 

 

  © SBM, 2016-2024