X ტური თელასი-აფხაზეთის დაპირისპირებით დაიწყო

ყველა სიახლე
23 თებერვალი 2018


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  X  ტურმა  სტარტი აფხაზეთისა  და თელასის დაპირისპირებით აიღო.  მოქმედმა  ჩემპიონმა  აფხაზეთი  დაძაბულ  ბრძოლაში  4:2  დაამარცხა. თელასის  რიგებიდან  დუბლი  კახა  მაისიაიმ  გაიფორმა. ტურის მორიგ შეხვედრებში  ბსუ- მართვეს  დაუპირისპირდება,  კოლხი- თბილისს,    ხოლო   ტურის  ცენტრალური  შეხვედრა   აგორასა და  ტატიშვილს  შორის  გაიმართება,  რომლის  პირდაპირ ტრანსლაციასაც  მაყურებელი  21:00 საათზე   SILK HD1 -ის  ეთერით  იხილავს. 

sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

 კახაბერ  მაისაია, თელასი: „ მართალია  მოვიგეთ, მაგრამ  თამაშის  ხარისხით  კმაყოფილი  არ  ვარ.  გვქონდა  ძალიან  ბევრი  მომენტი  რომლის  რეალიზებაც  ვერ  შევძელით.  ნამდვილად  რთული  მატჩი  იყო.   მეტოქე  პირველი  ნახევრის  განმავლობაში    უპირატესობას  ფლობდა, თუმცა  ჩვენმა  გუნდმა  მოახერხა შეხვედრაში  გარდატეხის  შეტანა და  მოგება.   მინდა  წარმატება  ვუსურვო  თითოეულ   გუნდს.“  

 

 

  © SBM, 2016-2024