ტატიშვილმა უშუალო კონკურენტს დაძაბულ ბრძოლაში სძლია

ყველა სიახლე
19 თებერვალი 2018


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  IX  ტური  ტატიშვილისა და  კოლხის  დაპირისპირებით  დასრულდა.   ტურის  ცენტრალურ  მატჩში  "მედიკოსებმა" კოლხს  დაძაბულ  შეხვედრაში  4:0  სძლიეს  და  საჭირო  სამი  ქულა  მოიპოვეს. ტატიშვილის რიგებიდან  დუბლით  გიორგი  სილაგავა  გამოირჩა. ამ  გამარჯვების შემდეგ,  ტატიშვილი  სატურნირო  ცხრილში 21 ქულით  მეორე  პოზიციაზე აღზევდა  და  გათამაშების  ლიდერ  "აგორას"  ერთი  ქულით ჩამორჩება.   

sbm.ge გთვაზობთ   მატჩის  შემდგომ  კომენტარებს:

 გიორგი  სილაგავა, ტატიშვილი: „ვიცოდით  რომ   კოლხთან  ძალიან  მძიმე  თამაში  გვექნებოდა და  ვემზადებოდით  ამ შეხვედრისთვის. ბიჭებმა  ყველაფერი  ჩადეს  ამ  შეხვედრაში  და  მივაღწიეთ  სასურველ  შედეგს, რისთვისაც  მინდა  მათ  მადლობა  ვუთხრა. მატჩის პირველ ნახევარში  შევძელით  ორი  გოლის  გატანა,  რამაც   ჩვენი  გამარჯვება განაპირობა. გვქონდა  მცირეოდენი  შეცდომები, რასაც  ვიმედოვნებ  რომ  გამოვასწორებთ.“

IX  ტურის  სხხვა  შეხვედრებში შედეგები ასე  გადანაწილდა-  აგორამ  აფხაზეთი  6:0 დაამარცხა,  თბილისმა  მართვეს  6:5  აჯობა,  თელასი- ბსუ-ს  დაუზავდა 2:2.

ფუტსალის  ლიგის  მეათე  ტური   23  თებერვალს  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  გაიმართება.  

  © SBM, 2016-2024