ჩემპიონმა ქულები დაკარგა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის IX ტური მიმდინარეობს. ფრედ 2-2 დასრულდა შეხვედრა თელასსა და ბსუ-ს შორის. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თელასის რიგებიდან გოლები ნუკრი ჭუმბურიძემ და გიორგი სოზაშვილმა გაიტანეს, ხოლო ბსუ-ს ფეხბურთელებიდან მეტოქის კარი გოჩა გაბუნიამ და დავით ნინიძემ აიღეს.
sbm.ge გთვაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ავთანდილ ასათიანი, თელასის მოთამაშე მწვრთნელი: „ ბათუმმა არაერთხელ დაამტკიცა რომ ის სერიოზული მოწინააღმდეგეა, ლიგის ოთხივე ლიდერთან თანაბრად ითამაშა, მე ველოდი რთულ დაპირისპირებას. მინდა რომ ჩემს გუნდზე უფრო შევაქო ბსუ, თელასის მთავარი სისუსტე იმ მომენტების არ გამოყენება იყო, რომელიც შევქმენით შეტევისას.ფუტსალის ლიგაში თითქმის ყველა თამაში სერიოზულია, გუნდებმა მოუმატეს, ეს შესაძლოა თელასისთვის არ იყოს კომფორტული, მაგრამ საერთო საქმისთვის ქართული ფუტსალის განვითარებისთვის ძალიან კარგია.“
ბაჩანა აბაშიძე, ბსუს მთავარი მწვრთნელი: “დღეს მოქმედ ჩემპიონს ვეთამაშეთ, ალბათ ამ ფორმიდან გამომდინარე სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ამ შედეგს , ბედნიერი და ამაყი ვარ, ჩვენთვის ეს ანგარიში იდეალური ვარიანტი იყო. ჩემმა გუნდმა სწორად შეძლო ბურთის დაჭერა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები მოსაგებად, თუმცა ფრე ამ შეხვედრაში ლოგიკური შედეგი იყო.“