მართვე - თბილისი 5:6. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
19 თებერვალი 2018


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  IX  ტური  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში მიმდინარეობს,  დაძაბული და  სანახაობრივი   გამოდგა  სეზონის  ყველაზე  ხანგრძლივი მატჩი მართვესა და  თბილისს  შორის, რომელიც 1:45  წუთს  გაგრძელდა  და   თბილისის   გამარჯვებით  6:5   დასრულდა.  თბილისი ბოლო წუთებამდე  დომინირებდა,თუმცა  მატჩის ბოლოს  თბილისის კარში  გაშვებულმა  ორმა  გოლმა შეხვედრას ინტრიგა  დაუბრუნა, საბოლოოდ კი  მართვემ შეხვედრაში გარდატეხის  შეტანა  ვერ შეძლო. 

Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

დიმიტრი  მაყიშვილი, თბილისის  მთავარი  მწვრთნელი: „ბევრი  სათამაშო  კომპონენტი  იყო  სადაც  გვქონდა  რიგი  ჩავარდნების,  შეხვედრის განმავლობაში გვეჭირა ანგარიში, თუმცა ბოლოს დავუთმეთ თამაში მეტოქეს, უპირატესობით გვიტევდა მოწინააღმდეგე  რამაც გამოიწვია ორი სწრაფი გოლი ჩვენს კარში. მოვდუნდით, მოგებული გვეგონა თამაში, რაც არასწორია და ამან გამოიწვია ეს ორი გოლიც, მოწინააღმდეგე სივრცეებს გვაძლევდა, ჩვენ შესაბამისად ვცდილობდით სწრაფად დაგვემთავრევბინა შეტევა, შესაბამისად გვქონდა ბევრი მომენტი, თუმცა აქედან მხოლოდ ექვსი გამოვიყენეთ.“

 ოთარ კიკნაველიძე, მართვე: “მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას, ძალიან ბევრი  ვეცადეთ  რომ  მოგვეგო,  მწვრთნელის  დავალება  იყო  რომ  თავიდანვე  შეგვეტია  ნებისმიერ  ანგარიშზე.   შეხვედრის ბოლოს ვიპოვეთ ჩვენი თამაში და 6:2- დან ანგარიშის სხვაობა 6-5-მდე შევამცირეთ,  თუმცა გამარჯვება ვერ შევძელით."

 

 

 

 

 

  © SBM, 2016-2024