აგორამ აფხაზეთთან მოგებით ლიდერობა განიმტკიცა

ყველა სიახლე
19 თებერვალი 2018


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  IX  ტური  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  აგორასა და  აფხაზეთის  დაპირისპირებით  დაიწყო. სატურნირო  ცხრილის  ლიდერმა  აგორამ  მარტივად  6:0 დაამარცხა   ცხრილის  აუტსაიდერი   აფხაზეთი  და   ამ  გამარჯვებით  ჩემპიონატში   ლიდერობა  განიმტკიცა. გამარჯვებული   გუნდის  რიგებიდან   დუბლი  გიგა  დანელიამ  გაიფორმა, რომელიც  15  გატანილი  გოლით  ბომბარდირთა  დავას ლიდერობს.

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენატრებს

ჯანო გიორგაია, აგორა: „მიუხედავად  იმისა  რომ  ცხრილის  აუტსაიდერს  ვეთამაშეთ  და  სოლიდიური  ანგარიშით  მოვიგეთ  მარტივი  შეხვედრა  არ  ყოფილა,   მოხარული  ვართ  რომ  ამ  გამარჯვებით  გუნდს  საჭირო და   მნიშვნელოვანი  ქულები  მოვუტანეთ. გვქონდა  შეცდომები,  თუმცა  კარგი  ის  იყო  რომ  ბურთს  ვაკონტროლებდით  და  კარი  მშრალად  შევინახეთ.“  

ტურის  მორიგ თამაშებში  მართვე  თბილისს,  ხოლო თელასი  ბსუს  შეხვდება,   ცენტრალურ შეხვედრაში  კი ტატიშვილი კოლხს  დაუპირისპირდება,  მატჩის  ხილვა  გულშემატკივარს  21:00 საათზე  სილკ  უნივერსალის  პირდაპირ  ეთერში  შეეძლება. 

  © SBM, 2016-2024