ბსუ-აგორას დაპირისპირება საოცარი ფინიშით!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის VIII ტურის ცენტრალური შეხვედრა ბსუ-სა და აგორას შორის გასაოცარი ფინალით დასრულდა. აგორა არასასურველი ფრესგან, ბოლო წამის მეასედზე გასულმა შემთხვევითმა გოლმა იხსნა და 4:3 გაიმარჯვა. "შავიზღვისპირელები" არ მოერიდნენ მეტოქიის ფავორიტის სტატუსს და მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა ჯერ ანგარიშის გათანაბრება შემდეგ კი წინ გასვლაც მოახერხეს. სპორტული იღბალი დღევანდელ შეხვედრაში აგორას მხარეს აღმოჩნდა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ბაჩანა აბაშიძე, ბსუ: “პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან დაძაბული თამაში იყო, ფავორიტს ვეთამაშებოდით და ეს ასეა სატურნირო ცხრილითაც. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, დავამუშავეთ ის კომბინაციები რომელიც აგორასთან გამოგვადგებოდა, თუმცა ბოლო წუთზე გასული სადაო გოლის საშუალებით დავმარცხდით. ფრე ჩვენთვის სასურველი შედეგი იყო. რაც შეეხება გოლს ჩვენს გუნდსაც რომ გაეტანა მსგავსი გოლი ჩვენც გვექნებოდა პრეტენზია რომ აუცილებლად ჩათვლილიყო. არაუშავს ყველაფერი წინ არის.“
გიგა დანელია, აგორა: ძალიან დაძაბული და სანახაობრივი თამაში იყო, ბევრი ვიბრძოლეთ თავიდან ვიგებდით , თუმცა ალბათ შემდეგ მოვეშვით და მოწინააღმდეგემ ჯერ ანგარიშის გათანაბრება შემდეგ კი წინ გასვლა მოახერხა. უცნაური თუმცა ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიდა ბოლო წამზე. თქვენს კითხვაზე ბსუ-ს მოთამაშე რომ ვყოფილიყავი მექნებოდა თუ არა მოწინააღმდეგეს მსგავსად პრეტენზია არ ვიცი, რადგან მეც სათამაშო ეპიზოდში ვიყავი და ვერ დავინახე. მადლობა მინდა ვუთხრა მეტოქეს ღირსეული თამაშისთვის.
VIII ტური ტატიშვილი- თბილისის დაპირისპირებით 10 თებერვალს დასრულდება.