მეორე წრე ჩემპიონმა გამარჯვებით დაიწყო

ყველა სიახლე
06 თებერვალი 2018


ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის VIII ტურმა, სტარტი ქუთაისის სპორტის სასახლეში „მართვესა“ და „თელასის“ დაპირისპირებით აიღო. მატჩი პირველივე წუთიდან  სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მოქმედი ჩემპიონის  თელასის  გამარჯვებით 8:4 დასრულდა.

„თელასის“ რიგებიდან ორ-ორი გატანილი ბურთით ავთანდილ  ასათიანი და ნუკრი ჭუმბურიძე გამოირჩნენ, ხოლო ქუთაისის "მართვედან” დუბლი  თამაზ  გოგსაძემ გაიფორმა.

ფუტსალის ლიგის მიმდინარე ტურის მორიგი შეხვედრები 9 თებერვალს გაგრძელდება, 19:00  "კოლხი" "აფხაზეთს" შეხვდება, ტურის ცენტრალური მატჩი კი 21:00  ბსუ-სა და აგორას შორის გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას სილკ უნივერსალი უზრუნველყოფს. VIII  ტური კი 10 თებერვალს 21:00  ტატიშვილისა და  და თბილისის დაპირისპირებით დასრულდება. 

  © SBM, 2016-2024