თელასმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა

ყველა სიახლე
02 თებერვალი 2018


ფუტსალის  ლიგის VII ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "სტუ-თელასმა" "თბილისი" 5:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით  "თელასმა"  ზედიზედ წაგებული ორი მატჩის შემდეგ ნავსი  გატეხა. შედარებით საინტერესო  მატჩის  პირველი ნახევარი  გამოდგა, როდესაც  გუნდებმა  არაერთი სახიფათო  მომენტი და  გოლები  გაცვალეს, "ენერგეტიკოსებმა" გადამწყვეტი  უპირატესობა  მეორე  ტაიმში   მოიპოვეს  და  საბოლოოდ  აქტივში დამსახურებული  სამი  ქულა  ჩაიწერეს. 

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ავთანდილ ასათიანი, სტუ-თელასის მოთამაშე-მწვრთნელი: “პირველ  რიგში  ჩემს  ბიჭებს  მინდა  მადლობა  ვუთხრა, რადგან  ეს ერთი კვირა  სერიოზულად მოვემზადეთ,საქმე  გვქონდა  ძლიერ მეტოქესთან, ჩემი გუნდის  მოთამაშეებთან მნიშვნელოვანი საუბარი  მქონდა, ნაადრევად  იფიქრეს,  რომ  ოთხეულში  და  პლეი-ოფში  თამაში  განაღდებული ქონდათ,  ესეთი  მიდგომა  არასერიოზულია. ყველა  მოწინააღმდეგეს   პატივი  უნდა  ვცეთ.  თუ  ვინმეს  გონია,  რომ  5:1 იოლად  მოვიპოვეთ  ძალიან  ცდება. ფეხბურთის პირველი კანონია რომ მეტოქეს  პატივი უნდა  სცე,  თუ ჩვენ  ამას  არ  გავითავისებთ  ოთხეულში  მოხვედრა  გაგვიჭირდება.“

დიმიტრი  მაყიშვილი, თბილისის  მთავარი  მწვრთნელი:“მივულოცავ  თელასს  გამარჯვებას,  მეტოქე  გამოცდილი  იყო,  მოქმედი  ჩემპიონი.  აფხაზეთთან  დაშვებული შეცდომები  ამ თამაშში  გამოვასწორეთ,  უბრალოდ  მეტოქის  გამოცდილებამ  დიდი  როლი  ითამაშა. ჩვენი  გუნდის  ყველაზე დიდი და  მთავარი  შეცდომა  იყო  დაცვაში თამაში. ასევე  ჩვენი  პრობლემა,  როგორც  უკვე  გითხარით  გამოუცდელობაა,   მაგრამ  ვთვლი, რომ   თუ   ახალწვეულებს  ასეთ  თამაშებში  არ  მივცემ  შანს  ვერ  განვითარდებიან."  

ფუტსალის ლიგის  VII ტური 3 თებერვალს ბსუ-სა და  კოლხის  დაპირისპირებით  დასრულდება, რომელიც ოლიმპიურ  სასახლეში 21:00 დაიწყება.

  © SBM, 2016-2024