პირველად - თელასი ზედიზედ მეორედ დამარცხდა!

ყველა სიახლე
26 იანვარი 2018


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის  ლიგის  2017/2018  წლების  სეზონის მეექვსე ტური დასრულდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში აგორა თელასს დაუპირისპირდა.  დაძაბულ  და  სანახაობრივ შეხვედრაში  აგორამ საქართველოს  მოქმედ  ჩემპიონს 6:4 აჯობა.  ლიგის  არსებობის  განმავლობაში  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ენერგეტიკოსები" ზედიზედ ორჯერ დამარცხდნენ.
ტურის  დარჩენილ შეხვედრებში კი შედეგები ასე  გადანაწილდა - ტატიშვილი   ბსუ-სთან  5:7 დამარცხდა,  თბილისმა აფხაზეთს  7:5  აჯობა. კოლხმა  მართვე კი  12:2 დაამარცხა. ფუტსალის ლიგის VII ტური სტარტს  30 იანვარს  ქუთაისში აიღებს.  
sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს
დავით ბობოხიძე, აგორას  ფეხბურთელი: „პირველ რიგში  მინდა  მივულოცო  ჩემს ბიჭებს,მინდა  ვთქვა  რომ ძალიან  ცუდად დავიწყეთ, თუმცა  შევძელით  შეხვედრაში  გარდატეხის  შეტანა,  ჩემი აზრით  მოწინააღმდეგეს  ქონდა   გაცილებით  უფრო  დიდი  უპირატესობა, თუმცა  თითოეული  სანტიმეტრისთვის  ვიბრძოლეთ და მწვრთნელის  დავალება   მაქსიმალურად შევასრულეთ.“
 შოთა  თოფურია, თელასის ფეხბურთელი:„ ჩვენი დღევანდელი მარცხის  მიზეზი ჩემპიონატში  მონაწილე  გუნდების  დონის  გათანაბრებაა, ლიგაში  ასპარეზობს  ოთხი  ისეთი  გუნდი  რომელსაც შეუძლია  ჩემპიონატისთვის  იბრძოლოს, ფაქტია  რომ  ჩვენი  გუნდი  ვერ  არის  სასურველ  ფორმაში, ყველა  ორთაბრძოლა  დავთმეთ , ჩვენი  მიზანი  ტიტულის  ჩენარჩუნებაა და  იმედია  ამას  მოვახერხებთ.“
 
  © SBM, 2016-2024