თბილისი-აფხაზეთი 7:5. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლე26 იანვარი 2018
ფუტსალის ლიგის 2017/2018 წლების სეზონის მეექვსე ტური მიმდინარეობს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ტურის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისი და აფხაზეთი დაუპირისპირდა, მატჩი თბილისის გამარჯვებით 7:5 დასრულდა. თბილისი მეტოქეზე მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. ტურის პირველი შეხვედრა ლიგის დებიუტანტებს კოლხსა და მართვეს შორის შედგა, კოლხმა მეტოქე ანგარიშის დიდი სხვაობით 12:2 დაამარცხა. ტურის ცენტრალურ მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თელასი, აგორას დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას გულშემატკივარი SILK HD-ს პირდაპირ ეთერში იხილავს.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
გიორგი კვანტალიანი, თბილისის მოთამაშე: „პირველ რიგში მივულოცავ ბიჭებს, ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, დასვენება იყო, ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ, იმედი მაქვს რომ მომდევნო თამაშებში უკეთეს შედეგს დავაფიქსირებთ. რაც შეეხება ჩვენი თამაშის უარყოფით მხარეს, ფიზიკური თვალსაზრისით სირბილი გვიჭირდა, რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მხარეს, მეტოქეზე 2-3 ბურთით ყოველთვის წინ ვიყავით და მოდუნების საშუალებას ვაძლევდით საკუთარ თავს, რაც რა თქმა უნდა ცუდი იყო ჩვენი გუნდისთვის. ვეცდებით შემდეგ თამაშებში თავი უკეთესად წარმოვაჩინოთ ჩვენი მიზანი პლეიოფში მოხვედრაა."