კოლხი-მართვე 12:2. იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
26 იანვარი 2018


ფუტსალის  ლიგის  2017/2018  წლების  სეზონი   26  იანვარს  VI ტურის  შეხვედრებით   განახლდება.  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ტურის  პირველი  შეხვედრა   ლიგის  დებიუტანტებს კოლხსა და  მართვეს  შორის  შედგა, კოლხმა  მეტოქე  ანგარიშის  დიდი  სხვაობით  12:2 დაამარცხა, სწრაფი  გოლისა და აქტიური  პრესინგის  წყალობით კოლხმა დომინირება  მთელი  შეხვედრის  განმავლობაში  შეძლო. კოლხის რიგებიდან  ჰეთრიკი ჰამედ ჰოსეინზადე ბეირაგმა  გაიფორმა  დუბლით  თავი  ამირან  ცხომარიამ  გამოიჩინა, ასევე  დუბლით  დაეხმარა  საკუთარ  გუნდს  ირანელი  ლეგიონერი ბაბაკ ალავერიქჰანი.
ტურის   მომდევნო შეხვედრებში   თბილისი  აფხაზეთს დაუპირისპირედება , ტატიშვილი  ბსუ  ბათუმს ,  ხოლო  ცენტრალურ  მატჩში  საქართველოს  მოქმედი  ჩემპიონი  თელასი,  აგორას დაუპირისპირდება.  აღნიშნულ შეხვედრას  გულშემატკივარი  SILK HD-ს პირდაპირ  ეთერში  იხილავს. 
sbm.ge გთავაზობთ  მატჩის შემდგომ  კომენტარებს
ჰამედ ჰოსეინზადე ბეირაგი, კოლხის ფეხბურთელი: "ჩვენი  მთელი  ამ  პერიოდის  განმავლობაში  ვცდილობდით  სწრაფ  გოლზე  გვეთამაშა, დღევანდელ  შეხვედრაში ეს გამოგვივიდა, მოვახერხეთ  წრაფი  გოლის გატანა, რამაც  უპირატესობა  მოგვცა  და სასურველ შედეგს  მივაღწიეთ.  წინ  უფრო  რთული  თამაშები  გველოდება  და  მომდევნო შეხვედრებშიც  ვეცდებით  სასურველი შედეგის  დაფიქსირებას, მიუხედავად  იმისა რომ შეხვედრაში  სამი  გოლი  გავიტანე  ვთვლი  რომ  განსაკუთრებული  არაფერი  გამიკეთებია,ჩემს  მიერ გატანილი გოლები ჩემი  გუნდელების  და  მწვრთნელის  დამსახურებაა." 
 
  © SBM, 2016-2024