V ტური აგორა-თბილისის დაპირისპირებით დასრულდა

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2017


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017/18 წწ  სეზონის   მეხუთე  ტური   აგორა  თბილისის   მატჩით  დასრულდა.  შეხვედრაში   აგორამ  მოწინააღმდეგეს  2:0  აჯობა. ანგარიში   აგორას  მოთამაშემ  ჯანო  გორგაიამ  მატჩის  19-ე   წუთზე  გახსნა. 23 -ე  წუთზე  კი  ნიკა  ბუგიაშვილმა  ანგარიშის  სხვაობა  გაზარდა.   თბილისს  კი  მატჩის  გადასარჩენათ ძალები  არ  ეყო. 
 
  Sbm.ge მატჩის  საუკეთესო  მოთამაშეებს  გაესაუბრა 
 
ვიქტორი ტატიშვილი,  აგორა: „კარგი  თამაში  იყო,   ვემზადებოდით  ამ შეხვედრისთვის,  გვქონდა  დანაკლისი  თუმცა  შევძელით  გამარჯვება,  მადლობა  მინდა  გადავუხადო,  გულშემატკივარს  და მოწინააღმდეგეს.  ვეცდებით  რომ  ჩვენი  გულშემატკივარი  გავახაროთ.“
ბაკურ  სანიკიძე, თბილისი: „ კარგი, სანახაობრივი და  დაძაბული  თამაში  გამოვიდა,   თუმცა  იღბალი  ჩვენს  მხარეს  არ  აღმოჩნდა,  არ  გაგვიმართლა  რიგ  მომენტებში,  ვულოცავ  მოწინააღმდეგეს  გამარჯვებას  და  ვეცდებით  გავიმარჯვოთ   დანარჩენ  შეხვედრებში.“
ტურის  პირველ  შეხვედრაში  ტატიშვილმა  წყლატუბოს  10:1  მოუგო,  ბსუმ  აფხაზეთს  5:3  სძლია,   თელასი  კოლხთან  2:3  დამარცხდა.  
 ფუტსალის  ლიგა მეექვსე  ტურით  26  იანვარს  განახლდება!
 
 
  © SBM, 2016-2024