ბსუ - აფხაზეთი 5:3. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
22 დეკემბერი 2017


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017/18  წლების სეზონის მეხუთე  ტური, რომელმაც  სტარტი  ქუთაისში წყალტუბოსა  და  ტატიშვილის  დაპირისპირებით (1:10)  აიღო,  დედაქალაქში  ბსუ- აფხაზეთის  მატჩით  გაგრძელდა.  შეხვედრა  ბსუ-ს  გამარჯვებით   5:3  დასრულდა.  ტურის   ცენტრალურ  შეხვედრაში   თელასი  კოლხს  ხვდება.  მეხუთე ტური აგორა- თბილისის   დაპირისპირებით 23  დეკემბერს  დასრულდება. 

 იხილეთ  მატჩის  შემდგომი  კომენტარები

ირაკლი გორგოშაძე,ბსუ: „საკმაოდ  რთული მატჩი  გამოდგა, ბევრი  შეცდომები  დავუშვით, თუმცა  მოვახერხეთ  მეტოქის  გატეხვა  და  დიდი   ანგარიშით  არა, თუმცა  დამაჯერებლად  მოვიგეთ.  დიდი  მადლობა  მინდა  ვუთხრა  ჩემს  გუნდელებს  და  მოწინააღმდეგეს.“

 გივი  ჯანიკაშვილი, აფხაზეთი: „ფავორიტები  ისედაც  არ  ვიყავით  ამ  შეხვედრაში  ბსუ   შეკრული გუნდია,  ბიჭები  მოსაგებად  გავედით   თუმცა  დავმარცხდით ძალიან  გვინდოდა  წლის  ბოლო  მატჩი  მოგვეგო,  თუმცა  ვერ  მოვახერხებთ .  გამოუცდელი  გუნდი  ვართ.   შევეცდებით  რომ  შემდეგ  მატჩებში   გამოვასწოროთ  ჩვენი თამაში.“

  © SBM, 2016-2024