ქუთაისში ლიდერმა დამაჯერებლად იმარჯვა

ყველა სიახლე
19 დეკემბერი 2017


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის 2017/18 წწ სეზონის V ტურმა სტარტი ქუთაისში აიღო,  წყალტუბომ საშინაო  შეხვედრაში ტატიშვილს უმასპინძლა.როგორც მოსალოდნელი იყო  მატჩი ტატიშვილის უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 10:1 დასრულდა.

V ტური დედაქალაქში 22 დეკემბერს გაგრძელდება, ბსუ(ბთ) აფხაზეთს შეხვდება, ხოლო თელასი კოლხს დაუპირისპირდება.

იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები

 ვახტანგ კეკელია, ტატიშვილი: „კარგი თამაში  გამოვიდა   სტუმრად  ვიყავით  ჩამოსული, ვიბრძოლეთ ბიჭებმა  დიდი  ანგარიშით  გავიმარჯვეთ  და  მადლობა  მინდა  ვუთხრა  მოწინააღმდეგეს  და  აქ  მოსულ  გულშემატკივარს,  ჩემი  გუნდელების  დამსახურებით  ნაყოფიერი   მატჩი   ჩავატარე.“

  © SBM, 2016-2024