ფუტსალის ლიგის მეოთხე ტური მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა

ყველა სიახლე
15 დეკემბერი 2017


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017/18  წლების  სეზონის   IV ტური ტატიშვილისა და  თელასის   დაპირისპირებით  დასრულდა. დღის  ცენტრალურ   შეხვედრაში საქართველოს  მოქმედმა  ჩემპიონმა  თელასმა  ვიცე-ჩემპიონი  ტატიშვილი  3:1  დაამარცხა.  ტატიშვილი პირველი ნახევრის  განმავლობაში დომინირებდა, თუმცა   მეორე  ნახევრიდან თელასმა ჯერ ძალების  მობილიზება და ანგარიშის    გათანაბრება შემდეგ კი წინ გასვლა შესძლო.  შეხვედრამდე  12  წუთით  ადრე   თელასი   ჯარიმებით  დაიტვირთა, ტატიშვილის  გუნდმა კი    ორი  ათმეტრიანი  დარტყმის გამოყენება  ვერ მოახერხა.  
 დღის სხვა  მატჩებში  კოლხი აგორას  დაუპირისპირდა,  შეხვედრა ფრედ  4-4  დასრულდა. 
თბილისსა და  ბსუ-ს  მატჩი  თბილისის   გამარჯვებით  7:4 დასრულდა.   ტურის  პირველი  შეხვედრაში კი  წყალტუბომ აფხაზეთს  2:1 მოუგო. 
იხილეთ  მატჩის  შემდგომი  კომენტარები
ალექსანდრე  ჯამბურია, თელასი: „ დაძაბული  თამაში  იყო,  გაგვიმართლა  და  მოვიგეთ 3:1  შეხვედრა. ვაგებდით 1:0 თუმცა  მოვახერხეთ  მატჩის ბედის  ჩვენს  სასიკეთოთ გადარჩენა. ჯერ  მთელი  ჩემპიონატი წინ  არის   მოწინააღმდეგე  გუნდს, ვუსურვებ  წარმატებას.“
ვახტანგ ჯვარაშვილი, ტატიშვილი: „ძალიან  კარგი მატჩი  გამოვიდა,  ვულოცავ  თელასს  გამარჯვებას.  კარგი შეხვედრა  მოიგეს,  გამოვყოფდი  მეკარის  კარგ  თამაშს  მოწინააღმდეგე  გუნდიდან, მოქმედი  ჩემპიონია თელასი  ძლიერი  გუნდია,  იმედია  შემდეგ  მატჩებში  გამოვიყენებთ   იმ მომენტებს  რაც   გვაქვს.“
 
  © SBM, 2016-2024