თბილისმა ბსუ-სთან საჭირო გამარჯვება მოიპოვა

ყველა სიახლე
15 დეკემბერი 2017


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  სტარტი აიღო საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017/  18  წლების  სეზონის   IV ტურმა. დღის  მორიგ  შეხვედრაში  ერთმანეთს   თბილისი და  ბსუ  დაუპირისპირდა. მატჩი  თბილისის   გამარჯვებით  7:4 დასრულდა.   დანაკლისით  მოასპარეზე  თბილისმა   მეტოქეს  დამაჯერებლად  სძლია და   აქტივში  საჭირო  სამი ქულა  ჩაიწერა.   დღის  პირველ  შეხვედრაში ერთმანეთს  აფხაზეთი  და  წყალტუბო დაუპირისპირდა,  მატჩი წყალტუბოს  გამარჯვებით  2:1  დასრულდა. ამ მოგებით წყალტუბომ  სადებიუტო  სეზონში  პირველი  გამარჯვება  მოიპოვა.   
მორიგ შეხვედრაში   კოლხი  აგორას  გაეჯიბრება,  ხოლო   მოქმედი  ჩემპიონი  თელასი,  ვიც-ჩემპიონ  ტატიშვილს  დაუპირისპირდება.
 იხილეთ  მატჩის  შემდგომი  კომენტარები
გიორგი კვანტალიანი, თბილისი: „ მეკარის  გარეშე  ვითამაშეთ , ძალიან  დაძაბული თამაში  იყო  ახალი  გუნდი  ვართ, ახალი შეკრებილები ვართ, ყველანაირად  ვეცადეთ   ყველაფერი გავიღეთ  იმისთვის   რომ ეს შეხვედრა  მოგვეგო და   მინდა  დიდი  მადლობა  გადავუხადო  ჩემს  გუნდს. მოწინააღმდეგე  გუნდი  ბათუმიდან  ჩამოვიდა,  ცოტა  გადაღლილები  იყვნენ,  შეხვედრის  ბოლოს  ძალები  არ  ეყოთ  და  გამარჯვება  ჩვენ  მოვიპოვეთ. პირველ  ნახევარში  კი არაფერი  დაგვითმეს. ძალიან  დიდი  მადლობა  მინდა  ვუთხრა  მეტოქეს  ღირსეული  თამაშისთვის.“   
 
  © SBM, 2016-2024