აფხაზეთი-წყალტუბო 1:2.დებიუტანტის პირველი გამარჯვება

ყველა სიახლე
15 დეკემბერი 2017


 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  სტარტი აიღო საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017/ 18  წლების  სეზონის   IV ტურმა  დღის  პირველ  შეხვედრაში ერთმანეთს  აფხაზეთი  და  წყალტუბო დაუპირისპირდა,  შეხვედრა  წყალტუბოს  გამარჯვებით  2:1  დასრულდა. ამ მოგებით წყალტუბომ  სადებიუტო  სეზონში  პირველი  გამარჯვება  მოიპოვა. შეხვედრის  პირველი გოლი   წყალტუბოს  ფეხბურთელმა  ოთარ  ბერეჩიკიძემ   გაიტანა და  დიდ  შესვენებაზე  იმერლები  უპირატესობით  გავიდნენ.   მატჩის  მეორე  ნახევარში   აფხაზეთმა    ძალების  მობილიზება  და  ანგარიშის  გათანაბრება  შეძლო, თუმცა  შეხვედრის  29-ე  წუთზე  თამაზ  გოგსაძემ  გამარჯვების  გოლის  გატანა  მოახერხა.    მორიგ შეხვედრაში   თბილისი  ბსუ-ს  შეხვდება,   კოლხი  აგორას  გაეჯიბრება, ცენტრალურ  მატჩში კი მოქმედი  ჩემპიონი  თელასი,  ვიცე-ჩემპიონ ტატიშვილს  დაუპირისპირდება.
 იხილეთ  მატჩის  შემდგომი  კომენტარები
გიორგი  თევზაძე,  წყალტუბო: „წინა  თამაშებთან  შედარებით  დავალაგეთ  თამაში   საქართველოს  ჩემპიონატის  დებიუტანტია  წყალტუბო   და  გუნდი  ჯერ  კიდევ  ჩამოყალიბების  პროცესშია   ბიჭებმა  ბოლომდე  იბრძოლეს   და  ღირსეულად  მოვიგეთ.მოწინააღმმდეგეს  ვუსურვებ  წარმატებას“   
 
  © SBM, 2016-2024