ფუტსალის ლიგის III ტური აგორა-ტატიშვილის მატჩით დასრულდა
ყველა სიახლე08 დეკემბერი 2017
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ მესამე ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, ტურის ბოლო შეხვედრაში აგორა ტატიშვილს დაუპირისპირდა და მატჩი ტატიშვილის გამარჯვებით 7:2 დასრულდა, შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელი გიორგი სილაგავა გახდა, რომელმაც საკუთარ აქტივში ოთხი გოლი ჩაიწერა და ჰეთრიკი გაიფორმა.
დღის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისი და კოლხი-გულრიფში დაუპირისპირდა, დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება კოლხმა შესძლო ანგარიშით 7:6. შეხვედრას პირველივე წუთებიდან ბოლო წუთამდე ინტრიგა ჰქონდა. დღის დარჩენილ შეხვედრებში წყალტუბო და ბსუ-ს დაუპირისპირდა, შეხვედრა უნივერსიტეტელების გამარჯვებით 9:2 დასრულდა. ტურის პირველ შეხვედრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი აფხაზეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:2 დაამარცხა. ცენტრალური მატჩის შესვენებაზე გასული ორი ტურის მოთამაშე adjarasport.com-მა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა, I ტურის საუკეთესო მოთამაშე გიგა დანელია გახდა, II ტურის საუკეთესო ფეხბურთელად კი ლევან კობაიძე დასახელდა.
Sbm.ge იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები~
გიორგი სილაგავა, მფკ ტატიშვილი : "პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს რომელიც გვერდით გვედგა მთელი თამაშის განმავლობაში, აგორა ძალიან ძლიერი გუნდია, ვიცოდით რომ მძიმე თამაში იქნებოდა. ვემზადებოდით ამ თამაშისთვის დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ჩვენი გამარჯვება უფრო მონდომებამ განაპირობა, რადგან მოედანზე უფრო მოტივირებულები გავედით."