წყალტუბო-ბსუ 2:9. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლე08 დეკემბერი 2017
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დღის მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს წყალტუბო და ბსუ დაუპირისპირდა, შეხვედრა უნივერსიტეტელების გამარჯვებით 9:2 დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი დაძაბულად მიმდინარეობდა,იმერლებმა ორჯერ მოიპოვეს უპირატესობა, თუმცა დიდი შესვენებიდან დაბრუნებულმა ბსუ-მ ჯერ ძალების აღდგენა შემდეგ კი სრული უპირატესობის მოპოვება მოახერხა. ტურის პირველ შეხვედრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი აფხაზეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:2 დაამარცხა. დღის მომდევნო შეხვედრაში კოლხი გულრიფში თბილისის დაუპირისპირდება.
ტურის ცენტრალური შეხვედრა აგორასა და ტატიშვილს შორის გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას სილკ უნივერსალი უზრუნველყოფს. მატჩი 21:00 დაიწყება.
Sbm.ge იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარები
გოჩა მახარაძე, ბსუ-ს მოთამაშე: „ შეხვედრის პირველი წუთები დაძაბულად მიდიოდა, ბევრი შეცდომა დავუშვით, რითაც ისარგებლა მეტოქემ და წინ გასვლა შესძლო, პირველი ნახევრის შემდეგ გავაანალიზეთ შეცდომები, დავალაგეთ თამაში და მოგებაც მოვახერხეთ.“