ფუტსალის ლიგის II ტურის შეხვედრებს ქუთაისი უმასპინძლებს!
ყველა სიახლე11 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლე, ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის, პირველი წრის, მეორე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.
ფუტსალის ლიგის პირველი იმერული სათამაშო დღე 13:00 სთ-ზე აიღებს სტარტს. გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, აგორა აფხაზეთს დაუპირისპირდება.
15:00 სთ-ზე გაიმართება ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუ-თელასი დაუპირისპირდებიან. წინა სეზონში ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელიც ბათუმში გაიმართა, მოულოდნელად ბსუ-ს გამარჯვებით 8:5 დასრულდა, შესაბამისად მოქმედი ჩემპიონი, ფავორიტის სტატუსის დამტკიცებასთან ერთად, რევანშის აღებასაც შეეცდება.
სერიოზული გამოცდა ელის ლიგის დებიუტანტს, კოლხი-გულრიფშს, რომლის მეტოქეც, ვიცე-ჩემპიონი, ტატიშვილი იქნება. მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, „მედიკოსები“ წლევანდელი სეზონის ფავორიტთა სიაში მოიაზრებიან. ეს შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება.
19:00 სთ-ზე, მასპინძლის სტატუსით პირველ შეხვედრას გამართავს, კიდევ ერთი დებიუტანტი წყალტუბო, რომელიც შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორ თბილისს დაუპირისპირდება. ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში პირველი ქულებისთვის იბრძოლებს.
11.11.2017.ფუტსალის ლიგა.II ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)
17:00 ტატიშვილი - კოლხი-გულრიფში
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.
***
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: “სოკარი“ ტელეკომპანია „SILK“, „ნაბეღლავი“, იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი „ლელო”
სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური