მფკ აგორა - მფკ ბსუ.6:3. მატჩის შემდგომი კომენტარი

ყველა სიახლე
03 ნოემბერი 2017


თბილისის  სპორტის სასახლეში , საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პირველმა ტური დასრულდა.  ტურის  ცენტრალურ  შეხვედრაში მფკ აგორა  მფკ ბსუ-ს დაუპირისპირდა  და  უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება  შესძლო ანგარიშით  6:3.   მფკ აგორასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაპირისპირებისთვის გულშემატკივარს შეეძლო  პირდაპირი რეპორტაჟი სილკ უნივერსალის ეთერში ეხილა. ტურის სხვა შეხვედრების ინტერნეტ ლაივი, ვებ-გვერდ sbm.ge-ზე განხორციელდა.
 
სეზონი, მოქმედი ჩემპიონის   სტუ-თელასისა  და ლიგის  დებიუტანტის   წყალტუბოს  დაპირისპირებით გაიხსნა და ჩემპიონების  გამარჯვებით  8:2  დასრულდა.  ტურის  მომდევნო  შეხვედრა   კოლხი -გულრიფშისა და   აფხაზეთს  შორის  შედგა,  მატჩი  ფრედ  3:3  დასრულდა.   მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს   გასული სეზონის  მესამე  ადგილოსანი   „თბილისი“  და  ფინალისტი   „ტატიშვილი“  გაეჯიბრა, შეხვედრაში ტატიშვილის  გამაჯვებით 6:1  დასრულდა.

წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი იღებს მონაწილეობას, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.
 
გიგა დანელია, აგორა: „პირველი თამაში  იყო და  ჩვენთვის  ძალიან დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა  კარგად დაგვეწყო,   თამაში  მიგვყვადა  პირველივე  წუთებში, თუმცა  შემდეგ   მეკარე  გაგვიძევეს  და  ფაქტიურად  სამი  მოტამაშით  ვითამაშეთ  და  ორით  ორი  გახდა. მაგრამ  საბოლოოდ  მიხარია  რომ  გავიმარჯვეთ და  მადლობა  მოწინააღმდეგეს  ძალიან კარგი  თამაშისთვის.“
 
 გოცა  გაბუნია, BSU: “ პირველი  ნახევარი  ძალიან დაძაბული  გამოვიდა,  იყო  ბევრი ხარვეზი  და   რადგან  პირველი  თამაში იყო, დიდი  მადლობა  ბიჭებს  მართლა  ძალიან  კარგი თამაში აჩვენეს.   ჩვენ  ისღა  დაგვრჩენია,  განვიხილოთ შეცდომი  და   შევეცადოთ  მომდევნო თამაშს  უფრო  მომზადებულები  შევხვდეთ  ,  ჩვენი გუნდის  მიზანი  პლეიოფში  მოხვედრა და  უფრო დიდი  მიზნებისთვის  ბრძოლაა.“  
 
  © SBM, 2016-2024