კოლხი-გულრიფში-აფხაზეთი 3:3.მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლე03 ნოემბერი 2017
3 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში , სტარტი აიღო საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პირველმა ტურმა. სეზონი მოქმედი ჩემპიონის სტუ-თელასისა და ლიგის დებიუტანტის წყალტუბოს დაპირისპირებით გაიხსნა და ჩემპიონების გამარჯვებით 8:2 დასრულდა. ტურის მომდევნო შეხვედრა კოლხი -გულრიფშისა და აფხაზეთს შორის შედგა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
შეხვედრის პირველი გოლი ამირან ცხომარიამ გაიტანა და კოლხი - გულრიფში დააწინაურა , სამი წუთის შემდეგ აფხაზეთმა წონასწორობა ბექა მუმლაძის გოლით აღადგინა. 22-ე მეორე წუთზე აფხაზეთი დაწინაურდა, ანგარიშის გათანაბრება კი მეტოქემ მალევე შეძლო, ანგარიშის სხვაობა გაიზარდა 32-ე წუთზე, როდესაც ბექა მამაგულაშვილმა აფხაზეთი კვლავ დააწინაურა, ხოლო მატჩის ბოლო ბურთი კოლხი - გულრიფშის ფეხბურთელმა დავით დარჩიამ გაიტანა. საბოლოო ანგარიში 3:3.
წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი იღებს მონაწილეობას, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.
ამირან ცხომარია, კოლხი-გულრიფში: "ვიცოდით, რომ დაძაბული თამაში იქნებოდა, გამოვედით მოსაგებად, ახალი გუნდი ვართ შეთამაშების პრობლემა გვაქვს, ჩვენი მიზანია პლეი-ოფში ვითამაშოთ, პირველი თამაში ძალიან რთული იყო, თუმცა კარგია რომ არ წავაგეთ. ჩვენი მიზანი პლეი-ოფში თამაშია.“
ბექა მუმლაძე, აფხაზეთი: „ რთული თამაში იყო, ჩვენ ახალი შეკრებილი გუნდი ვართ და დიდი პერსპექტივა გვაქვს . პირველი თამაში იყო, მომავალში დარწმუნებული ვარ ბევრი გუნდისთვის არასასურველი მეტოქეები ვიქნებით. ჩვენი გუნდის მიზანი კი პლეი-ოფში თამაშია.“