ავთო ასათიანი: "ჩვენ ყველა ერთად წარმატებისკენ მივდივართ"

ყველა სიახლე
02 ნოემბერი 2017


31 ოქტომბერს, სასტურმო „თბილისი რუმსში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პრეზენტაცია გაიმართა.  ახალი სეზონი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი -  ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან. 

რაც შეეხება ფუტსალის ლიგის სატელევიზიო გაშუქებას, სფფ-ს, SBM-სა და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, ყოველკვირეული მიმოხილვის გარდა, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ პარასკევს, ტურის ცენტრალური შეხვედრა, „სილკ უნივერსალის“ პირდაპირ ეთერში იხილოს. 

sbm.ge გთავაზობთ საქართველოს მოქმედი  ჩემპიონის  მთავარი მწვრთნელის  კომენტარს

ავტო ასათიანი, სტუ-თელასის მწვრთნელი: "„პირველ  რიგში  მინდა  წარმატება  ვუსურვო  ყველა  გუნდს, ვფიქროიბ  რომ  წლევანდელი  სეზონი  გამორჩეული  იქნება, ყველა  გუნდი  საკმაოდ  ძლიერია  გვყავს  დებიუტანტი, ჩემპიონატი  იქნება  დაძაბული და  ეს  ერთისმხრივ ეს კარგია  რადგან  აიწევს  დონე  და  კლასი . იქნება  თანაბარი თამაშები, ყოველწელს  უმჯობესდება  ლიგა   და  ჩვენ  ყველა  ერთად წარმატებისკენ  მივდივართ .“

  © SBM, 2016-2024