დავით მუჯირი: "ჩვენ გვსურს ავყვეთ მსოფლიო ფუტსალის სიახლეებს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ"

ყველა სიახლე
31 ოქტომბერი 2017


31 ოქტომბერს, სასტურმო „თბილისი რუმსში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.  ლიგის  2017/18 წლების  ოფიციალურ  ცერემონიალს,  სპორტისა და  ახალგაზრდობის  საქმეთა  მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი,  ფეხბურთის  ფედერაციის პრეზიდენტი  ლევანკობიაშვილი და  სხვა  ოფიციალური  პირები დაესწრნენ,  ფუტსალის  ლიგის  მნიშვნელობაზე  ისაუბრა  სფფ-ის  გენერალურმა  მდივანმა  დავით  მუჯირმა, ხოლო წილისყრას  სფფ-ის  ვიცე  პრეზიდენტი  ნიკოლოზ  ჯღარკავა  უძღვებოდა,  წილისყრის  დროს  მედიის  წარმომადგენლებისთვის სახალისო  გათამაშება გაიმართა.   
 
sbm.ge გთავაზობთ  დავით  მუჯირის  კომენტარს
დავით  მუჯირი, სფფ-ის  გენერალური  მდივანი: "დღეს,  ზოგადად  ვისაუბრეთ  იმ სიახლეებზე  რომლითაც  იქნება  გამორჩეული   2017/2018 წლის  სეზონი. ჩვენ  ყველაფერს  ვაკეთებთ  ავყვეთ მსოფლიო ფუტსალის  სიახლეებს.ჩვენი მიზანი და  ძალიან  დიდი სურვილია მომავალი  წლიდან ფუტსალის  19 -წლამდე  ნაკრები  ყავდეს საქართველოს. ფუტსალი ვითარდება  საქართველოში,  ფედერაცია  და  სპორტული სააგენტო  SBM- ი  ყველაფერს  ვაკეთებთ რათა  გუნდებს  ჰქონდეთ  მაქსიმალური  ხელშეწყობა,  ლიგაში  მონაწილე  ყველა  გუნდი  განთავისუფლდა , საწევრო  გადასახადისგან,  ასევე  გაიზარდა  საპრიზო  ფონდი, და  არის  კიდევ  ძალიან ბევრი  სიახლეები. ახალი სეზონი  3  ნოემბერს  აიღებს  სტარტს, ფუტსალის  ლიგის  როლი  ეროვნული  ნაკრების  წარმატებაში  არის  ძალიან  დიდი."- განაცხადა  მუჯირმა.  
  © SBM, 2016-2024