ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის საფინალო სერიაში „სასკოლო აკადემია 2“ დაწინაურდა!
ყველა სიახლე5 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ახალგაზდრული ლიგის დასკვნითი და ყველაზე დაძაბული მომენტის დრო დადგა.
მიმდინარე სეზონის ჩემპიონობისთვის „სასკოლო აკადემია 2“ და „მცხეთის პირველი საჯარო სკოლა“ იბრძვიან. სერიის პირველი თამაშში „აკადემიელებმა“ 9:3 იმარჯვეს.
პირველი ნახევარი „სასკოლოს გუნდმა“ მინიმალური სხვაობით, 2:1 იმარჯვა.
პირველი გოლის გატანა ალექსანდრე მარჩენკომ მოახერხა, ხოლო შემდეგ დაჩი ბუცხრიკიძის დუბლი ვიხილეთ. 35-ე წუთისთვის ანგარიში 4:3 გახლდათ და საკმაოდ დაძაბული თამაში მიმდინარეობდა.
მატჩის გარდამტეხი ბოლო 5 წუთი გამოდგა, როცა „აკადემიამ“ მიჯრით 5 გოლის გატანა მოახერხა და შედეგად სერიაში დაწინაურება.
აღსანიშნავია რომ, დაჩი ბუცხრიკიძემ 5 გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა!
გუნდების მეორე მატჩი 10 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება.
პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას კი SBM.GE-ზე შეძლებთ.
„UG SCHOOL” VS „ქვემო ქართლი“ – 6:3.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პირველი გამარჯვება „იუჯი სკოლამ“ მოახერხა. პირველ ნახევარში გუნდმა 4:1 იმარჯვა და მეორე ტაიმს კომფორტული უპირატესობით შეხვდა.
პირველ ტაიმში სანდრო ღარიბოვმა „ქართლელების“ მიერ ორი 10 მეტრიანი დარტყმის მოგერიება მოახერხა.
27-ე წუთისთვის „იუჯი“ 6:1 იგებდა და მოპოვებული სხვაობის ბოლომდე მიყვანა გუნდს აღარ გაუჭირდა.
ს.ა. 6:3.
MVP - ალექსანდრე კარბაია!
სერიის მეორე შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და მსგავსად ფინალისა, ამ მატჩის პირდაპირ ტრანსლაციასაც SBM.GE-ზე შეძლებთ.




