ახალგაზრდულ ლიგაში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
25 თებერვალი 2026


20 და 21 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის, მე-8 ტური გაიმართა.

"ლოგოსი" VS "ბაქსვუდის სკოლა" - ემოციებით სავსე შეხვედრა, სადაც გამარჯვებული ბოლო წუთებისთვის გამოვლინდა.

ლევან ბენდელიანმა და გიგა გამრეკელმა პირველ ნახევარში "ბაქსვუდელთა" კარი აიღეს, საპასუხო გოლი კი შოთა ხაბარელისგან მიიღეს - 2:1. მეორე პერიოდი კიდევ მეტად საინტერესო გამოდგა, სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა კონსტანტინე სამუშიამ ანგარიში გაათანაბრა 2:2. წონასწორობის აღდგენის შემდეგ, საქმეში კვლავ ბენდელიანი ჩაერთო, რომელმაც 2 გოლის გატანა და გუნდისთვის 3 ქულის მოპოვება შეძლო.

ს.ა. 4:2.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ლევან ბენდელიანი და ლუკა თანდილაშვილი დასახელდნენ.

"კომაროვი" VS "გრანდ ავლაბარი 2" - უხვგოლიანი მატჩი, სადაც "ავლაბრელებმა" 5:6 იმარჯვეს.

პირველი ნახევარი 2:3 ანგარიშით დასრულდა, "კომაროველთა" მხრიდან თავი გიორგი ბექაურმა დუბლით იჩინა, "ავლაბრიდან" კი 2 გოლი დაჩი მეტრეველის ანგარიშზეა, ერთის გატანა ბაბაიანმა შეძლო. მეორე ტაიმში შედარებით თანაბარი ორთაბრძოლა გაჩაღდა, თუმცა საბოლოოდ 3 ქულის მოპოვება მაინც "ავლაბარმა" შეძლო.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად გიორგი ბექაური და დაჩი მეტრეველი დასახელდნენ, ორივე მოთამაშის ანგარიშზე 3-3 გოლია.

"იუჯი სკოლა" VS "მცხეთის პირველი საჯარო სკოლა" - 1:1.

დაჩი კაპანაძემ შეხვედრაში ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა. პირველი ტაიმის დასრულებამდე წონასწორობა ცოტნე ლალიაშვილმა აღადგინა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა დაძაბულ დაპირისპირებაში ქულები გაიყვეს. 

MVP - ცოტნე ლალიაშვილი.

MVP - დაჩი კაპანაძე.

"ქვემო ქართლი" VS "SL ACAMDEMY 2" - 4:9.

"აკადემიელებმა" ზედიზედ მე-5 გამარჯვება "ქვემო ქართლთთან" იზეიმა. პირველი ნახევარი შედარებით დაბალი ტემპით წარიმართა, გუნდები შესვენებაზე 1:2 ანგარიშით გავიდნენ. 27-ე წუთისთვის "აკადემია" 1:6 იგებდა და ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

გამორჩეული მოთამაშე ილია გოგოხია-ხატისკაცი გახდა, რომელმაც 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ახალგაზრდული ლიგის მე-9 ტურის 4-ვე შეხვედრა 27 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

  © SBM, 2016-2026