ფუტსალის ლიგა 2016/17: სეზონის ნომინანტები
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ, გაიმართა ტრადიციული დაჯილდოვების ცერემონიალი. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სფფ-ს ვიცე პრეზიდენტებმა, ალექსანდრე იაშვილმა და კახა ჭუმბურიძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვეს.
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის ნომინანტები გახდნენ:
საუკეთესო მეკარე - ჯაბა ჯამბურია (მფკ ტატიშვილი)

საუკეთესო მცველი - ბუთა კაკაბაძე (მფკ ტატიშვილი)
.jpg)
საუკეთესო თავდამსხმელი - გია ნიკვაშვილი (მფკ აგორა)

საუკეთესო უნივერსალი - კახა მაისაია (სტუ-თელასი)

საუკეთესო ასისტენტი - შოთა თოფურია (სტუ-თელასი) – 24 პასი

საუკეთესო ბომბარდირი - ლაშა სიგუნავა (მფკ ტატიშვილი) – 38 გოლი

ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე - შოთა თოფურია (სტუ-თელასი)
.jpg)

