ზაალ ჩიტალაძე:"გვაქვს საფუძველი ფუტსალი გახდეს წარმატებული გუნდური სახეობა"

ყველა სიახლე
13 ივნისი 2017


SBM-ის  სპორტულმა  დირექტორმა  ზაალ ჩიტალაძემ ფუტსალის ლიგის  2016- 2017 წლების  სეზონის  ფინალური  ეტაპის  გადამწყვეტი შეხვედრის  შემდეგ  , დასრულებული ჩემპიონატი შეაჯამა და  საქართველოში  ფუტსალის   განვითარებაზე  ისაუბრა.

 შეგახსენებთ, რომ  საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  გამარჯვებული მფკ სტუ-თელასი გახდა, რომელმაც  გადამწყვეტ შეხვედრაში  მფკ ტატიშვილი 5:4 დაამარცხა.    

ზაალ ჩიტალაძე, SBM-ის დირექტორი: „პირველ რიგში  გულწრფელად  მინდა  მივულოცო, არამარტო  გუნდებს,  არამედ ყველას, გულშემატკივარს,  მათ ვისაც სპორტის  ეს  სახეობა  უყვარს, იმიტომ  რომ  დღევანდელმა  დღემ გვანახა,  რომ ფუტსალი სწორი  გზით  ვითარდება  და  ჩვენ  გვაქვს  საფუძველი  რომ  ფუტსალი  გახდეს  წარმატებული  გუნდური  სახეობა და  ჩვენ  ამას  ყველა  ერთად  შევძლებთ.  მინდა  ვისარგებლო შემთხვევით  და  ეს ბრწყინვალე   გამარჯვება მივულოცო  თელასის  გუნდს, ფინალის  მონაწილე  ტატიშვილსაც  იმიტომ  რომ  მათ გარეშე  წარმოუდგენელი  იქნებოდა  ესეთი კარგი მატჩი.  უკვე  მოუთმენლად  ველით  ხვალინდელ დღეს  და  ხვალინდელი დღე არის  უფრო  მეტი შრომა  გუნდების  მხრიდან, უფრო  დიდი  შრომა  ჩვენი  მხრიდან,  რომ  უფრო  მაღალ  საფეხურზე  ავიდეს, ეს  ძალიან სანახაობრივი სახეობა.“ 

  © SBM, 2016-2024