ფუტსალის ლიგა 2-ში წლის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2025


ფუტსალის ლიგა 2-ის 2025 წლის დასკვნით შეხვედრებს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

მე-9 ტური „თსუ“-ს და „UG2”-ის დაპირისპირებით დაიწყო.

მატჩი საკმაოდ დაძაბული, სანახაობრივი და შედეგიანი გამოდგა. პირველი ორი გოლი გიორგი თოდუას სახელზეა, მე-3 და მე-10 წუთებზე „თესეუელთა“ 10-იანმა ორი გოლის გატანა მოახერხა. „იუჯიმ“ მხოლოდ ერთის გატანა შეძლო პირველ ნახევარში, თავი ლევან იახტნიშვილმა იჩინა და შესვენებაზე 2:1 ანგარიშით გავიდნენ გუნდები.

მეორე ტაიმი მეტად დაძაბული გამოდგა, „ნომინალურმა სტუმრებმა“ მიჯრით 3 გოლი გაიტანეს და ანგარიში 2:4 გახადეს.მატჩში წონასწორობის აღდგენა „თსუმ“ ნიკა ოთინაშვილის და რომან კუხიანიძის გოლებით შეძლეს - 4:4. ლევან იახტნიშვილმა საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ შეხვედრის მიწურულს, თუმცა ბოლო წუთზე კვლავ ნიკა ოთინაშვილი და რომან კუხიანიძის თითო გოლი და ანგარიში 6:5 გახდა, რაც ამ თამაშის საბოლოო წერტილი აღმოჩნდა.

„თსუმ“ ცხრილში სამი ქულა ჩაიწერა და წელი მოგებით დაასრულა.

უხვგოლიანი აღმოჩნდა „რუსთავისა“ და „ბსსა“-ს მატჩი, სადაც გულშემტაკივარმა 20 გატანილი ბურთი იხილა. 10 გოლი პირველ ნახევარში გავიდა, 10 კი მეორე ტაიმში გაიტანეს გუნდებმა.

პირველი პერიოდი „ბათუმელებმა“ 4:6 იმარჯვეს, მეორე პერიოდში კი 3:7.

„რუსთაველთა“ მხრიდან საუკეთესო ალექსანდრე გოგოლაძე იყო, რომელმაც რეპოკერი (5 გატანილი გოლი) შეასრულა.

„ბათუმიდან“ ჰეთრიქის შეასრულება მოახერხეს ზვიად შამილაძემ და სპარტაკ ლომიძემ. თემურ დევაძემ, და გიორგი ლორიამ კი 2-2 გოლი გაიტანეს.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 7:13 გახლავთ „საზღვაო აკადემიელთა“ სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ალექსანდრე გოგოლაძე და თემურ დევაძე დასახელდნენ!

„FLC03-2” VS „ქუთაისი“.

„ქუთათურებმა“ „ფალკონი“ 3:2 დაამარცხეს და 3 ქულის მოპოვება შეძლეს. მატჩი ჯემალ დეისაძის დუბლით გაიხსნა, რასაც პირველივე ნახევარში გიორგი ხუნდაძის გოლი მოჰყვა - 0:3. „ფალკონიდან“ პირველი გოლის გატანა და ანგარიშში სხვაობის შემცირება დავით უბილავამ მოახერხა. მეორე გოლი გუნდის ლეგიონერმა, რიკუ სატომ გაიტანა მეორე ტაიმის საწყის წუთებში - 3:2. ეს აღმოჩნდა შეხვედრის ბოლო გოლი, ამის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა.

“FLC03-2” კვლავ ქულის გარეშეა სატურნირო ცხრილში. ქუთაისი 13 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დავით უბილავა და ჯემალ დეისაძე დასახელდნენ.

შევხვდებით 2026 წელს !

  © SBM, 2016-2025