ალექსანდრე იაშვილი:"საოცარი თამაში იყო"

ყველა სიახლე
13 ივნისი 2017


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  ფინალური  ეტაპის  გადამწყვეტ შეხვედრას  მფკ ტატიშვილსა და  მფკ სტუ-თელასს  შორის საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაციის  ვიცე  პრეზიდენტი ალექსანდრე  იაშვილი და  ფედერაციის  წარმომადგენლები დაესწრნენ.  იაშვილმა   სპორტისა და  ახალგაზრდობის  საქმეთა  მინისტრთან  ტარიელ  ხეჩიკაშვილთან  ერთად  ჩემპიონ  სტუ-თელასს  საჩემპიონო  თასი  გადასცა  და  ფეხბურთელები  სპეციალური  პრიზებით  დააჯილდოვა.  

შეგახსენებთ, რომ   2016 2017 წლის  ფუტსალის  ლიგის  გამარჯვებული მფკ  სტუ-თელასი  გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში   მფკ ტატიშვილი  5:4  დაამარცხა.

sbm.ge ალექსანდრე  იაშვილს  გაესაბრა    

ალექსანდრე  იაშვილი: „საოცარი თამაში  იყო. ამ  ორ ძლიერ  გუნდში  ნაკრების  ფეხბურთელები თამაშობენ. დიდი  მადლობა ფინალისტებს, რადგან  მაყურებელს  ასეთი საოცარი თამაში შესთავაზეს.  ფუტსალის  განვითარება  ძალიან  მნიშვნელოვანია, ფინალსაც ეტყობოდა,  რომ  სპორტის  ეს  სახეობა  წინ  მიიწევს  და  ეს  ფაქტი ყველას  გვახარებს.“

  © SBM, 2016-2024