საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი მფკ სტუ-თელასი გახდა

ყველა სიახლე
12 ივნისი 2017


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2016-2017 წლების  ჩემპიონი მფკ სტუ-თელასი გახდა. "ენერგეტიკოსებმა"  ფინალური  სერიის  გადამწყვეთ მატჩში დაძაბულ  ბრძოლაში 5:4  დაამარცხეს   მფკ  ტატიშვილი  და  ლიგის  მთავარი  ჯილდო  მოიპოვს.  

შეხვედრა მფკ ტატიშვილის  უპირატესობით  დაიწყო,  შეხვედრის  პირველი ნახევარი მედიკოსებმა  2:0 მოიგეს.   24-ე  წუთზე  ტატიშვილმა  ანგარიშის  სხვაობა  სამ  ბურთამდე  გაზარდა,  რასაც თელასმა  საპასაუხო  გოლით  უპასუხა.

შეხვედრის  24-ე  წუთზე  წითელი ბარათი სტუ-თელასის მოთამაშე-მწვრთნელმა  ავთანდილ ასათიანმა  მიიღო, თუმცა  გუნდს  ერთ-ერთი  ლიდერის  გარეშე  თამაში  არ  გასჭირვებია, თელასმა ჯერ ანგარიშის  გათანაბრება  შემდეგ  კი წინ გასვლა  შეძლო.

ენერგეტიკოსების  რიგებიდან  ჰეთრიკი კარლო  წვერავამ   ხოლო, მედიკოსებიდან  დუბლი  შოთა  ჭანუყვაძემ  გაიფორმა.  შეგახსენებთ რომ  სერია  ორ  მოგებამდე  გრძელდებოდა.  პირველი მატჩი   მფკ  ტატიშვილმა  მფკ სტუ-თელასს  9:4 მოუგო,  მეორე  შეხვედრა თელასმა  3:2  მოიგო და  სერიის  ანგარიში გაათანაბრა, გადამწყვეტი მატჩი კი 5:4 მოიგო.  მატჩის  შემდეგ  დაჯილდოვების  ოფიციალური ცერემონიალი  გაიმართა, სადაც  სეზონის  საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ, რომლებიც  სპეციალური  პრიზებით  დაჯილდოვდნენ, სეზონის  საუკეთესო  მოთამაშე შოთა  თოფურია  გახდა.        

sbm.ge გმარჯვებული გუნდის  წამოთამააშეების  კომენტარს გთავაზობთ

ავთო ასათიანი,სტუ თელასი : პირველ  რიგში  მინდა  ჩემს  ბიჭებს  ვუთხრა  ძალიან  დიდი  მადლობა,  რადგან  3:0 დან  ისეთ  გუნდს  როგორიც  ტატიშვილია  ამოუტრიალო  თამაში  თითქმის  წარმოუდგენელია.მინდა რომ  ყვლას  მივულოცო, რადგან ხედავდით  რომ  ნამდვილი ზეიმი  იყო, ფინალისთვის  შესაფერისი  თამაში  იყო დაძაბულობა  მართლაც  დიდი  იყო, მაგრამ  ჩვენ  ყველანი  მეგობრები  ვართ, თამაშის  შემდეგ  ყველა  ერთმანეთს  ჩავეხუტეთ, ერთი რამ  ცხადია  ქართული  ფუტსალი  სწორი  გზით  მიდის.“

 შოთა  თოფურია, ჩემპიონატის საუკეთესო  მოთამაშე (სტუ თელასი):  „სასიამოვნოა  პირადი ჯილდოები, მაგრამ  ჩემპიონობა უფრო  მნიშვნელოვანი  იყო ისეთ ძლიერ  გუნდთან  როგორიც  ტატიშვილია,  მთელი  ჩემპიონატის  მანძილზე ლიდერობდნენ  და  ბოლოს შევძელით მობილიზება,  ბრძოლის  და  ერთიანობის  ხარჯზე  გავიმარჯვეთ და  ღირსეული ჩემპიონები  გავხდით.“ 

 

12.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე . ფინალი (III)

მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი 4:5 (2:0)

გოლები: 10:45’ კაკაბაძე (1:0), 18:41’ ჭანუყვაძე (2:0), 22:30’ ჭანუყვაძე (3:0), 24:18’ ასათიანი (3:1), 25:20’ წვერავა (3:2), 29:29’ კურბანოვი (3:3), 31:44’ წვერავა (3:4), 33:27’ კობაიძე (4:4 6მ), 38:38’ წვერავა (4:5 10მ)

გაფრთხილება: 16:09’ ბობოხიძე (ტატ), 24:35’ ბოკერია (თელ), 24:35’ ასათიანი (თელ), 24:35’ სიგუნავა (ტატ), 33:28’ სოზაშვილი

გაძევება: 24:35’ ასათიანი (თელ)

  © SBM, 2016-2024