ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის „ბეტისის აკადემია“ და „ლოგოსი“ გაიბრძოლებენ!

ყველა სიახლე
06 ივნისი 2025


ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის „ბეტისის აკადემია“ და „ლოგოსი“ გაიბრძოლებენ. გუნდების პირველი დაპირისპირება 7 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისი არენაზე შედგება.

გავიხსენოთ გუნდების რეგულარული სეზონი, მათი მონაგარი და პლეი-ოფი.

„ბეტისის აკადემიამ“ რეგულარული ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა, ჩატარებული 14 შეხვედრიდან 6-ის მოგება მოახერხეს, 8 შემთხვევაში კი დამარცხდნენ. გაიტანეს 43 და გაუშვეს 42 გოლი! (ყველაზე ცოტა გაშვებული ჩემპიონების შემდეგ). დაგროვებული 18 ქულა!

გუნდის ბომბარდირი გიორგი ნოზაძეა, რომელმაც ჩატარებულ 16 შეხვედრაში 14 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა!

ლევან ნაჭყებია - 9 გოლი, 2 ასისტი! (11 თამაში)

¼ ფინალურ ეტაპზე გუნდი წინა წლის ფინალისტსა და ვერცხლის მედლის მფლობელ, გრანდ ავლაბარს დაუპირისპირდა. სერიის დახურვა 2 შეხვედრაში მოახერხეს!

პირველი შეხვედრა - 5:7! მეორე შეხვედრა - 4:2!

შემდეგ იყო ნახევარფინალი რეგულარული სეზონის  ჩემპიონებთან, სადაც სერია 2 შეხვედრაში დათმეს.

პირველი თამაში -7:3. მეორე თამაში -1:2.

შესაბამისად, გუნდი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს!

რაც შეეხება ლოგოსს, გუნდმა დამაჯერებელი რეგულარული სეზონი შემოგვთავა.

გამართული 14 შეხვედრიდან 9-ში მოახერხეს გამარჯვება, 4-ჯერ დამარცხდნენ, 1 შემთხვევაში კი ფრეს დასჯერდნენ!

გატანილი 72 გოლი (ყველაზე მეტი „SL ACAMDEY 2”-ის შემდეგ) და გაშვებული 57.

დაგროვებული 28 ქულა და მესამე ადგილი!

როგორც გუნდის, ისე მიმდინარე სეზონის ერთპიროვნული ბომბარდირი ლევან ბენდელიანი გახვლავთ!

„ლოგოსელთა“ 8-იანმა 39 გოლის გატანა მოახერხა 14 შეხვედრაში, რაც ლიგის საუკეთესო შედეგია!

შოთა კუპრავა - 13 გოლი, 14 ასისტი! (16 თამაში)

„ლოგოსელების“ პლეი-ოფი „კომაროვთან“ დაიწყო, სადაც გუნდმა ორივე შეხვედრა მოიგო!

პირველი მატჩი - 6:5! მეორე მატჩი - 7:3!

შემდეგ იყო ნახევარფინალი და „დუშეთი“.

სამ შეხვედრიან სერიაში „ლოგოსი“ დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

პირველი მატჩი 6:1 დამარცხდა გუნდი. მეორე თამაშის მოგება 3:6 მოახერხეს. ხოლო მესამე, გადამწყვეტი თამაში 8:5 დათმეს.

„ბეტისი“ და „ლოგოსი“ მესამე ადგილისთვის გაიბრძოლებენ.

გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და თითო მატჩის მოგება მოახერხეს.

პირველი თამაში 7 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისი არენაზე გაიმართება!

  © SBM, 2016-2025