„ტფილისმა“ „FLC 03”-ს მეორე შეხვედრაც მოუგო და ფუტსალის ლიგა 2-ის ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია!

ყველა სიახლე
14 მაისი 2025


როგორც მოგეხსენებათ, ფუტსალის ლიგა 2-ში ფინალური სერია მიმდინარეობს „ფალკონსა“ და „ტფილისს“ შორის.

პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ „ტფილისელებმა“ მეორე მატჩშიც მოახერხეს მოგება! შეხვედრას გამორჩეული ფავორიტი არ ჰყოლია, არასრული 2 საათის განმავლობაში, ორივე გუნდი ინტერვალური უპირატესობით გამოირჩეოდა. მეტოქის კარის აღება და ანგარიშის გახსნა მე-9 წუთზე, ლაშა ჯიქიამ მოახერხა!

ამასთან ერთად, პირველ ნახევარში 1 ყვითელი ბარათიც ვიხილეთ, რომელიც სწორედ ლაშა ჯიქიას ეკუთვნის. ტაიმი „ტფილისელთა“ გამარჯვებით დასრულდა - 0:1!

მეორე ნახევარში ანგარიშიდან გამომდინარე „ფალკონი“ უფრო მეტად გააქტიურდა და 24-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა - 1:1! გოლის გატანა ნიკოლოზ მონასელიძემ შეძლო.

ანგარიშის გათანაბრებიდან 3 წუთი იყო გასული, როცა საბა ეგრისელაშვილმა რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგ ტექნიკური მოძრაობები შემოგვთავაზა და გამოზომილი დარტყმის შემდეგ ლევან გიგოიძის კარის აღებაც მოახერხა!

დარჩენილ დროში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და „ტფილისმა“ სერიაში უპირატესობა 2-მდე გაზარდა - 0:2!

MVP - ნიკოლოზ მონასელიძე!

MVP - საბა ეგრისელაშვილი!

ფინალის მესამე შეხვედრა 17 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება!

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას SBM.GE-ზე შეძლებთ!

  © SBM, 2016-2025