ფუტსალის ლიგა 2-ის 1/2 ფინალი: "სეუ" vs "FLC03"
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ½ ფინალური წყვილი შემდეგნაირად გამოიყურება: „FLC 03” – „სეუ“!
ფინალისკენ მიმავალი გზა გრძელდება. გავეცნოთ გუნდების გზას ნახევარფინალამდე.
რეგულარული სეზონი „FLC 03”-სთვის არც თუ ისე შედეგიანი გამოდგა, გუნდმა ასპარეზობა ბოლოდან მეორე პოზიციაზე, 9 ქულით დაასრულა. „ფალკონებმა“ 4 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება,10 თამაში კი დათმო. შეძლეს 44 გოლის გატანა, 66 კი საკუთარ კარში მიიღეს.
„FLC 03-ის გზა ¼ ფინალში გაგრძელდა, სადაც სრუილიად განსხვავებული და მომზადებული გუნდი ვიხილეთ. „ფალკონები“-ს მეტოქე ¼ ფინალში მეორე ადგილზე გასული „ბსსა“ იყო. სერია საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. გუნდების პირველი შეხვედრა ბათუმში შედგა, სადაც „ფალკონებმა“ 4-6 იმარჯვეს და სერიაში დაწინაურდნენ!
მეორე შეხვედრაში ანგარიში იგივენაირი დაფიქსირდა მსგავსად პირველის, (6-4) ოღონდ ამჯერად გამარჯვება „ბათუმელებს“ დარჩათ და სერიაში წონასწორობა აღადგინეს! მესამე გადამწყვეტი შეხვედრა - 3:5 დასრულდა „FLC 03”-ის სასარგებლოდ და ნახევარფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს.
გუნდის ბომბარდირი გიორგი ხმალაძე გახლავთ, რომელმაც 9 თამაშში 10 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.
დავით ბერაძე - 8 გოლი, 6 ასისტი! (16 თამაში)
რაც შეეხება „სეუ“-ს, გუნდმა რეგულარული სეზონი მესამე პოზიციაზე 29 ქულით დაასრულა.
„უნივერსიტეტელებმა“ 60 გოლის გატანა მოახერხეს, 51 კი გაუშვეს. „სეუელებმა“ 9 შეხვედრის მოგება მოახერხეს, 2 ფრედ დაასრულეს, 3 შემთხვევაში კი დამარცხდნენ.
მათი მეტოქე ¼ ფინალში „ილიაუნი“ იყო, სერიაში ანგარიში 2-0 დასრულდა. პირველი შეხვედრა - 4:2. მეორე შეხვედრა - 4:4 (ძირითადი დრო) [0:2] (დამატებითი დრო) „სეუ“-ს სასარგებლოდ! უნივერსიტეტულ დერბიში გამარჯვების შედეგად მოახერხა „სეუმ“ ½ ფინალში გასვლა!
სანდრო ობოლაძე გახლავთ გუნდის ბომბარდირი 18 გატანილი ბურთით, ამასთან ერთად მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაც ფიქსირდება! (16 თამაში)
ანდრია ძიძიგური - 12 გოლი, 4 ასისტი! (16 თამაში)
ნიკა ბიძინაშვილი - 10 გოლი და 18 საგოლე გადაცემა! ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ასისტენტი ამ მონაცემებით! (14 თამაში)
ნიკა ბიძინაშვილთან ყველაზე ახლოს მალხაზ შამილაძეა, რომელსაც 13 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული! გიორგი დიაკვნიშვილი (ბსსა) იკავებს ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციას, მის ანგარიშზე 25 გატანილი ბურთია!
მეორე პოზიციას გიორგი წიქვაძე (ილიაუნი) იკავებს - 19 გოლი. მესამე, მეოთხე ადგილებს კი ნიკოლოზ ქარელი (გორი) და სანდრო ობოლაძე ინაწილებენ 18 გატანილი გოლით!
გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირსპირდნენ, გამარჯვება ორივე შემთხვევაში „სეუ“-ს დარჩა!
პირველი შეხვედრა - 2:1 – „ფალკონების“ მხრიდან თავი გიორგი ტაბახმელაშვილმა იჩინა, ხოლო „სეუდან“ ნიკა ბიძინაშვილის და ლუკა ალანიას თითო გოლი ვიხილეთ. მატჩში ნაჩვენები იყო 6 ყვითელი ბარათი!
შეხვედრის საუკეთესოებად ნიკა ბიძინაშვილი (უნივერსალი) და მიხეილ ხაჩატუროვი (მეკარე) დასახელდნენ!
მეორე შეხვედრა - 2:6 - თამაშში ვნახეთ ლუკა ალანიას ჰეთრიქი,ნიკა სიდამონიძის, გიორგი ცხვედიანის და სანდრო ობოლაძის მიერ გატანილი თითო გოლი! „FLC 03”-დან თავი გიორგი ხმალაძემ და ნიკოლოზ მონასელიძემ იჩინეს! შეხვედრაში იყო 2 გაფრთხილებაც, რომელიც გიორგი ცხვედიანს და თორნიკე ზოიძეს ეკუთვნით!
მატჩის საუკეთესოებად კი ნიკა ხაჭაპურიძე და ლუკა ალანია იქნენ დასახელებულნი!
½ ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება 29 მარტს, 14:30 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ: "სეუ" vs "FLC03"
იმედს გამოვთვამთ, რომ გულშემატკივარი საინტერესო და სანახაობრივ მატჩებს იხილავს!