ლიგა 2-ის მერვე ტურის შემდეგ სამეულში "ბსსა"-მ გადმოინაცვლა!

ყველა სიახლე
11 დეკემბერი 2024


7 და 10 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2024/25 წწ. სეზონის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა. სატურნირო ცხრილის სამეულში მყოფმა გუნდებმა ქულათა მაქსიმუმი მოიპოვეს, შესაბამისად, ჩემპიონატში ლიდერი უცვლელი დარჩა - "სეუ".

"ტფილისისა" და "გორის" უხვგოლიან დაპირისპირებაში "დედაქალაქელებმა" მეტოქე ამჯერადაც დაამარცხეს, თუმცა 14--სგან განსხვავებით მატჩი მეტად გარდამავალი აღმოჩნდა. "გორმა" მიღებულ ორ გოლს პირველივე ტაიმში უპასუხა და შესვენების შემდეგ, თამაშის განახლებიდან არასრულ ერთ წუთში დაწინაურდა კიდეც - 3-2. "ტფილისმა" ზედიზედ გატანილი ხუთი გოლით მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ "გორელებთან" 9-6 იმარჯვა.

რევანში აიღო "ქუთაისმა" "ილიაუნისთან". საწყის ათ წუთში "იმერლები" სამი ბურთით ლიდერობდნენ. გიორგი წიქვაძემ პირველ ნახევარში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ოცდამეექვსე წუთზე ანგარიში გათანაბრდა, თუმცა "ქუთაისმა" კვლავ დაიბრუნა თამაშზე კონტროლი და მეტოქე საკუთარ კედლებში 7-3 დაამარცხა.

კვლავ დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა "სეუ"-მ "თსუ 2"-ის დამარცხება. "სტუდენტური დერბი" 3-1 დასრულდა. მერვე წუთზე "თსუ" წინ რამინ ბერაიას გოლით გავიდა. ტაიმის დასრულებამდე წონასწორობა ავტოგოლით აღდგა, რამაც თამაშის სცენარი შეცვალა. ნიკა ბიძინაშვილის გოლით "სეუ"-მ ანგარიში 2-1 გახადა, მისივე შედეგიანი გადაცემით კი სანდრო ობოლაძემ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ტური "ბათუმის სპორტული აკადემიისა" და "FLC03"-ის მატჩით დასრულდა. "მეზღვაურებმა" მეტოქეს სტუმრად 6-4 სძლიეს. ოცდამეთექვსმეტე წუთამდე "ფალკონი" ორჯერ იგებდა. თამაშის მიწურულს გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა და "ბსსა"-. ჯერ წონასწორობა აღადგინა, უკანასკნელ წუთებში კი ორბურთიანი სხვაობაც შექმნა.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შეხვედრები 11 და 16 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 

  © SBM, 2016-2025

loading